მე ის ფიქრები ტვირთივით დამაქვს


მე ის ფიქრები ტვირთივით დამაქვს,
შენ რომ ჩვილივით ხელში მოგიკვდა
გულსაც აქვს თავის სიმართლე და მას
ვერ შეუხამებ ვერც ერთ ლოგიკას. 

სადაც არა სჯობს-გაცლა სჯობს კვლავაც
და თუ დარჩენა მაინც მოგინდა,
მაშ ტკივილს აღარ გაექცე-თანაც
ვერ აიცილებ-ხოდა მოდი და

დადგეს თუ დგება ის მძიმე ხანაც
ვეღარ გადადგმის ლოდის ლოდიდან
გაუძლებ! სხვა გზა არსებობს განა ?
ამ სამყაროში როცა მოდიხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი