ყველას ჰგონია მოვა დრო
ყველას ჰგონია მოვა დრო... მაგრამ დრო მხოლოდ მიდის. ჩვენივე თავი მოგვანდო სამყარომ,როგორც მჭიდი იარაღს -ანდა იქნება პირიქით ხდება კიდეც, თავისით კი არ იწვება, ჩვენ ვწვავთ ჩვენსავე ხიდებს. ჩვენ ვასამარებთ-ვაყუჩებთ გამოღვიძებულ სინდისს და როგორც მკვდარ თევზს ლაყუჩებს ისე ვიგლეჯავთ ... , სიკვდილს დავემალებით ვითომ და ვეღარ მოგვწვდება ვერსად არადა მუდამ გვიხმობდა, მისი შვილები გვერქვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი