ბოდიში , მაგრამ თქვენ ალბათ შეცდით
ბოდიში ,მაგრამ თქვენ ალბათ შეცდით, მე ის არა ვარ-თქვენ, რომ გგონიათ და ის, რომ ახლა ერთმანეთს შევხვდით, ბედი არაა- არც აგონია. გთხოვთ გამატაროთ და ნუ მაკავებთ, არ შემწევს ძალა მე საუბარის, ძველ მოგონებებს გულით ვატარებ, მათი ადგილი მხოლოდ იქ არის. ნუ ჩამაცივდით- მე ვერ გიცანით, დიახ! არც მინდა გკითხოთ - ვინა ხართ. დაჭედილი მაქვს გულზე ფიცარი და ძველ აჩრდილებს იქ ღრმად ვინახავ. ამბობთ ,რომ ხშირად მხედავთ სიზმარში, დრო დიდ სიყვარულს ვერ მოერევა ? მე კი მგონია ,რომ ჩვენს იღბალში, ღმერთი ნამდვილად აღარ ერევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი