შენზეა ბოლო სიტყვა


შენზეა ბოლო სიტყვა,
შენზეა ბოლო ჯერი,
მითხარი -რაც არ გითქვამს,
რასაც ამდენხანს ველი.
შენია ბოლო სცენა,
ცნობისწადილით ვიწვი,
ნეტავ ჩემს ყურთასმენას
რით დააოკებ- ფიცით?
იქნებ დარჩენა მთხოვო?
ანდა პირიქით- წასვლა,
ანდა შეხვედრის ბოლოს,
სულ არაფერი არ თქვა?
იქნებ შორიდან იხმო,
თუმც ვერ იპოვო სიტყვა,
ანდა რასაც მე ვფიქრობ,
სულაც ადგე და ის თქვა?
ანდა იქნება დუმილს
შენ შეაფარო თავი?
როლი მოირგო სტუმრის
უგულო წრუპვით ყავის.
მოდი შევეშვათ- ავდგეთ,
ფუჭ ოცნებების დევნას
და მკითხაობას ამდენს,
ჩავხსნათ ეს ბოლო სცენა .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი