ლოლიტა
მეხივით დამატყდა იმა წლის აგვისტო, აღარსად წასულა-მარტოდენ მოვიდა, რაღაც უცნაური ნათებით აღივსო სხეული-შენ რომ დაგინახე ლოლიტა. ' დღემდე იმ აგვისტოს დამყვება ზმანება და დავბორიალობ ცხადსა თუ მირაჟში, ვიცი ეგ ხატება ბოლომდე დაება ამ ჩემი შავბნელი ბუნების წიაღში. იმ ზაფხულს მაგ შენი პირველი შეხედვით, ისე რომ თავადაც ვერაფერს ვერ მიხვდი, მაგ თვალთა მოცისფრო ციალის შეფრქვევით, შენ გამომიტანე სასტიკი ვერდიქტი. იმ დღიდან ვიცოდი ,რომ პასუხს ვაგებდი ყველაზე უხამს და არნახულ განცდისთვის, როდესაც თაფლივით ტკბილ-მწარე ბაგეთი ურცხვად შემომცინე და უმალ გამცილდი. სწორედ რომ მას შემდეგ გაღმერთებ ფარულად, გაქციე გონების ქაოტურ ხვეულად, ამ მკერდში გული კი არ ფეთქავს ძალუმად, თვით გული გადიქცა ერთ მთლიან სხეულად. და აი ამოვგლიჯე გულიდან სხეული, რომ შენთვის მომეძღვნა ცალ-ცალკე ორივე, მაგრამ შენ საკუთარ სხეულსაც ვერ უვლი რა ჭირად გინდოდა ჩემიც ,რომ მოგიგდე. თუმც თუკი გულწრფელნი ვიქნებით მოდი და ერთად ვაღიაროთ ორივემ ცოდვები, რომ რაღაც მომენტში შენც ძლიერ მოგინდა, სიცხადედ გექცია ეს ჩემი ბოდვები. რომ ამ ჩემს ავადმყოფ სულს მკურნავ სალბუნად, გულუხვად სცხებოდი ნიმფების ქვეყნიდან, როცა ჩავბღაოდი დანამულ სასთუმალს: -ო როგორ მიყვარხარ და რარიგ ვერ გიტან... ვაგროვებ ერთად და ვასრესავ კედელზე, ამ ჩემი ვნებების ამაზრზენ დემონებს, მაგრამ გამარჯვება ვერ ვპოვე ვერც ერთზე რაოდენ ვეცადე -რამდენი ვეომე. ბებერი ქოფაკი ცნობილი ჰუმბერტად იმ წამსვე უმწეო ფინიად იქცევა, როცა შენს არც ისე უმწიკვლო მუხლებთან ჭრელი ქვედაბოლო მსუბუქად ირწევა. ამ ჩემს ავადმყოფურ გრძნობებს რომ შეგწირე თავს არ ვუტყდებოდი მე თვითონ ბოლომდის, ვერ ვგრძნობდი რომ გტკენდი,როდესაც მეჭირე რომ არ გამქცეოდი -სულ მე რომ მყოლოდი. დღეს აღარ მაშინებს ჩემივე გაქრობა, პირიქით-მახარებს ეს დღეც რომ მოვიდა , როს ჩემში აზღვავდა ეგ შენი არყოფნა, მაშინ აღვესრულე ძვირფასო ლოლიტა... მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი