მე შენს წიაღში მთვლემარე მხეცს ვუმსხვრევ იარაღს
მე შენს წიაღში მთვლემარე მხეცს ვუმსხვრევ იარაღს, დასაბამიდან ამას ველტვი - ახლა კი არა... შენს უნაპირო ოკეანეს ვუგებ კალაპოტს და რადგან ისევ საკუთარ თავს მევე ვღალატობ, შენგან არ ვითხოვ არანაირ სივრცეს ხარკივით სადაც შესძლებ რომ მიმიჩინო რამე ადგილი, სად ჩემს ყოფნასაც დაერქმევა ალბათ სახელი, სადაც დავწყევლი უსასრულოდ დღეებს გაწელილს. მე შენს წიაღში მიძინებულს ვპოვებ სინაზეს და არ მადარდებს თუნდაც იყოს სრული სიმართლე, უკანასკნელი რომ იქნება ჩვენი შეხვედრა რომ ვეღარასდროს ვეღარ შევძლებ მე შენს შეხებას, რადგან მიწიერ ვნებათაღელვას დრო მალე აქრობს- ცას გაცდენილი გრძნობები კი სივრცეში სახლობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი