ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთად


♡♡ ♡♡ ♡♡ ♡♡ ♡♡
ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთად,
ვერ დავუკოცნით ერთმანეთს თვალებს.
და ვერც იმ ტკბობის საწამლავს შევსვავთ,
ნამდვილ სიყვარულს რომ აფერმკრთალებს.

ჩვენი გულები არა ძგერს ერთხმად,
სულს ვნების ცეცხლი არ აელვარებს ,
მაგრამ ჩვენ შეგვწევს ლეგენდა შევქმნათ
გრძნობით - რომელიც იპყრობს მწვერვალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი