** ** ** **
რას შვრებიო მეკითხება- როგორ ხარ? მიჭირს მეთქი, ვეწამები - ვპასუხობ. მხიარული ამბობს მეტად მომწონხარ, გინდა ისევ ეგ ნიღაბი გაჩუქო? მაგ ნიღაბ-ქვეშ ლამისაა გავრეკე, მოვიშორე - აღარა მსურს მორგება, -მითხარ ერთი, მაგ ნიღაბის გარეშე - ვით აპირებ შენ მანდ რამის მოგებას? -თუ ღმერთი გწამს - დავიღალე ლოდინით, -ხომ იცი რომ არ მიმართლებს ამაში -ერხელ მაინც გიჩუქნია კოზირი მთელი ჩემი არსებობის თამაშში? -ერთი ამას დამიხედეთ... აღშფოთდა, -მიმინდომა მსხვილი კარტი, ჯოკერი -გგონია სხა ყველას ტკბობა, გართობა არ აკლია და ცხოვრობენ მოლხენით? -დაგტყდომია თავზე ომის ქარცეცხლი? -გიგემია რწმენას როგორ მარხავენ? -გიცხოვრია მარტოობის კარცერში, როს საყვარელ ადამიანს კარგავენ? -იქნებ კიდევ გავაგრძელო ჩამოთვლა? -გმადლობთ, მივხვდი-აღარა ვარ პატარა... -მაშ შეძელი ღრუბლებიდან ჩამოსვლა და ტკივილის ღირსეულად ატანა!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი