უკანასკნელად მოვიხურე ვიდრე კარები
უკანასკნელად მოვიხურე ვიდრე კარები, მილიმეტრებში გამოვზომე ჩვენს შორის სივრცე, ორი ნაბიჯიც და ვერასდროს მომეკარები, თუმც ამ მომენტის დადგომამდე მე სუნთქვა მიწევს. უკანასკნელად ჩავისუნთქე ვიდრე ჰაერი, იმ ოთახისა - სად პასუხი არა აქვს კითხვებს, ფიქრს გასაქანი არ მივეცი არანაირი, რომ გასაქანის არსებობას მევე ვერ მივხვდე. ვიდრე ვიგრძნობდი- ბედს ვეღარსად დავემალები, მაინც ველოდი იმ წუთისთვის შესაფერ სიტყვებს, მაგრამ თვალები- ამეტყველდნენ მხოლოდ თვალები, ადგნენ და ყველა ის პასუხი სახეში მირტყეს! მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი