ქალაქმა ტანთ შემოიცვა წვიმა
ქალაქმა ტანთ შემოიცვა წვიმა, ათასი წვეთი გისველებს სახეს, ავტომობილში აუწევ მინას და მასზე ფიქრში თავს ისევ ამხელ. ალბათ გავიდა სულ წუთი ათი სანამ მდუმარედ ზიხარ და ელი, მაგრამ გგონია ვერსადროს ათვლი დროს.., რომ მოიცვა სამყარო მთელი. და აი შორს-სადღაც სილუეტს ლანდავ, ნაცრისფერ ქუჩას ანათებს თითქოს, წვიმისგან ტანს მოტმასნილი კაბა, ყველა კონტურის სიშიშვლეს ითხოვს. სველი აქვს თმები-სველი აქვს ყელი, შენ საკინძისკენ აპარებ თითებს და ეს პატარა , ნატიფი ხელი, დაწინწკლულ მინის ზედაპირს ისხლეტს. ქალაქმა ტანთ შემოიძრო წვიმა, ნესტიან ქუჩებს ემჩნევათ დაღლა. შენ უკვე გესმის მაგ გულის გმინვა და ითვლი დღეებს გაყოლილს საგზლად... მ . ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი