სურვილი არის საიდუმლო


სურვილი არის საიდუმლო,
შერწყმა ხან მისი პანაშვიდი,
გიჯობს ჯანდაბაში გაისტუმრო,
ვიდრე ახალ ფურცელს გადაშლიდე
წარსული-ჩავარდნილი კლავიშივით
პიანისტს გამუდმებით ხელს რომ უშლის,
მაინც ვერ გაიგებს კაციშვილი
შენს სულს ასე ძლიერ რატომ უჭირს
არსებულ გარემოსთან შეგუება.
თავის უფლებით რომ ამაყობდეს
ერთი ასეთიც თუ გეგულება, 
შენზე არაფერი აღარ მოყვე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი