Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_mkh245bm7phgenqibhemiu171m, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ღვთიური მადლი - მარი ბაიდოშვილი | პოეზია

ღვთიური მადლი


შოპენის ვალსზე აცეკვებ თითებს ,
თავს გვერდზე ხრი და ოდნავ ხსნი ბაგეს,
ვინც შენს სიტურფეს აწერდა მითებს,
გნახეს თუ არა პასუხი აგეს.
შენ მიწიერი სამყაროს შვილი
არამიწიერ ანგელოს ჰგავხარ 
ვითარც ქალღმერთი ცვილისგან ქმნილი,
ყველას ვინც გიცქერს- ღმერთივით სწამხარ.
მაგრამ მითხარი მშვენებას შესწევს 
ამ ქვეყანაში ფრთები დატიოს ?
ფეხ-ქვეშ გაგთელავს სამყარო - შესძლებს
ბრბო ღვთიურ მადლს ხომ  არა პატიობს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი