ერთფეროვნება
ედემის ბაღში გველმა კი არა ერთფეროვნებამ დაბადა ცოდვა, მერე ადგა და გამოიარა ასწლეულები და ჩვენთან მოხვდა. ვტრიალებთ დღესაც იმავე წრეზე, შესაძლებლობა მუდამ გვეძლევა, თუმც კარგიც ცუდად მოქმედებს ჩვენზე, როცა ეს კარგი უკვე გვბერზრება. ჰო, ასეთია კაცის ბუნება, ერთფეროვნებას ვერ უძლებს დიდხანს და ხშირად გვიწევს განადგურება რას შევეჩვიეთ-რაც ძლიერ გვიყვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ეს ლექსი მომწონს ძალიან, მოკლე ლაკონური და ზუსტად გამოცემული სათქმელი .თან ღმა და ემოციული ფილოსოფია.განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო ფრაზა აგვირგვინებს ლექსს.
დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️💕💕