ყალბი ,, არასდროს"


უკვე ზუსტად ვიცი რომ , ყველაფერი მთავრდება,
სიყვარულიც იქ ქრება, სადაც სულ არ მოელი.
ჯანდაბამდეც წასულა თქვენი ,, არ დამთავრდება"
ჯანდაბამდეც წასულა ცრუ პირობა ყოველი.
მირჩევნია დავძლიო შინაგანი ომები
და ვებრძოლო ჩემს ტკივილს უპირობოდ მხოლოდ მე,
ვიდრე მკვებონ ტყუილით- რასაც ვერ ვეომები,
ვიდრე მომკლას სიცრუემ - ანდა ყალბმა ,,ბოლომდე"
ახლა უკვე ვიცი რომ , არაფერიც არ რჩება
ყველას თავის სახელი დაერქმევა - გავა დრო.
ეშმაკსაც წაუღია თქვენი,, გრძნობა დარჩება"
ჯანდაბამდეც წასულა თქვენი ყალბი ,,არასდროს"!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

მარიამ მომწონს თქვენი შემოქმედება,განსაკუთრებით სხვა ლექსები.ამ ლექსზე გავკადნიერდი და ჩემეული ვერსია დავწერე :
მინგრეული ქოხივით ლპება ყველა განწყობა,
სიყვარული შთენილი უგზოდ მიემგზავრება.
გთხოვთ ნუ მეტყვით რომ არა,ვიცი გინდათ გართობა,
მტვერსაც გადაჰყოლია !ყველა უღვთო პირობა!
მირჩევნია დავძლიო ჩემი წილი გოლგოთა,
მოვიარო ეკლებით, ჩემი ტანჯვით,მხოლოდ მე!
ვიდრე ზღაპრით მაწამონ ,რაც ომია ობოლთა.
უამრავჯერ მსმენია თქვენი ყალბი "ბოლომდე"!
დრომ მასწავლა იარით, არაფერიც არ რჩება.
ყველა თავის ჯვარს იწვნევს, ბურანგად გავა დრო.
რომ ეს გრძნობა დარჩება,თქვენი მითი ბარდება.
გულებში გაიყინეთ თქვენი ყალბი "არასდროს"!!!

ძალიან მომეწონა გიორგი ❤️❤️❤️❤️ წარმატებები

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი