ეჭვი


გაეჭვიანებს-განა მართლა წავა იმ კაცთან ?
გაეჭვიანებს ,რომ შეიცნოს შენი გრძნობები.
მან აირჩია გვერდით განგებ ის ბრგე,,ვიღაცა,,
რომ ისე გტანჯოს ,ვიდრე ღმერთს არ შეეცოდები.

გამოიწვიოს  მრისხანების ზღვა ემოცია,
როს მოწოლილი თავში სისხლი საფეთქლებს ხეთქავს.
სული ხომ სულობს? სხეული კი მხოლოდ ხორცია
და ქალის მკერდიც კაცის თვალწინ ვნებისგან ფეთქავს.

ხედავ ხარბ მზერას ავხორცული ჟინით გაბერილს
და ხვდები გიჭირს უკვე აზრი, რომ საღად მართო
თუ გადალახე ეს კოშმარი- თუ დღეს  გაძელი,
ხვალე მიხვდები ასე მწარედ მოგექცა რატომ.

მაგრამ შეხედე -ქალის მზერის ისწავლე კითხვა,
ნუთუ თვალები მისი ითხოვს შენგან გაძლებას ?
იქნებ პირიქით-ის მოელის იმდაგვარ რისხვას,
შენვე ვერ შესძლო მაგ ბრაზისგან თავის გაგნება.

იქნებ ვნებების კასტრაციის მობეზრდა ცქერა?
იმ უსიტყვებო მზერათ თმენა მის სულს რომ კლავენ.
იქნებ მოუნდა იმის ნახვა თუ როგრ ღელავ,
როს სხვის მკლავებში აღმოაჩენ მაგ ნატიფ მკლავებს.

იქნებ მოუნდა მოქმედებით აჩვენო გრძნობა,
დაავლო ხელი,გამოსტაცო ყველას-სამყაროს
და ამ მეთოდით წამოიწყო მან შენში ხმობა
იმ სიყვარულის ,რამაც მაინც უნდა გაგყაროთ

რადგან ამგვარი შეგრძნებებით მაგ გზნების კვებას
ის სამუდამოდ ვერ გაქაჩავს-განა ვერ კი გრძნობს?
რადგან ყოველი დიდებული ოდესმე კვდება
და მის ანალოგს ვეღარსად და ვერასდროს ვერ შობს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი