რა იცის ქმარმა


Შემომეხარჯა თითქმის უკლებლივ
Ყველა ოცნება - ესეც ბედია,
Შენც დამივიწყე - რადგან ხანდახან, 
ეს ოცნებებიც გადამდებია.

Თუ ყოველ ჯერზე უკან ვბრუნდები, 
Როს ტკივილები აყეფდებიან, 
Ეს მე კი არა-ჩემი მუხლები
Არნახულ ამბებს ღამით ჰყვებიან. 

Და ყოველ მიმწუხრს როცა შუქები
Ლამპიონებში იცრიცებიან, 
Რა იცის ქმარმა რომ ის კი არა-
Შენი ლექსები ჩემთან წვებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი