რა იცის ქმარმა
Შემომეხარჯა თითქმის უკლევლივ Ყველა ოცნება - ესეც ბედია, Შენც დამივიწყე - რადგან ხანდახან, ეს ოცნებებიც გადამდებია. Თუ ყოველ ჯერზე უკან ვბრუნდები, Როს ტკივილები აყეფდებიან, Ეს მე კი არა-ჩემი მუხლები Არნახულ ამბებს ღამით ჰყვებიან. Და ყოველ მიმწუხრს როცა შუქები Ლამპიონებში იცრიცებიან, Რა იცის ქმარმა რომ ის კი არა- Შენი ლექსები ჩემთან წვებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი