ოთახში მინებს აორთქლებს ვნება
ოთახში- მინებს აორთქლებს ვნება, იშლება ზღვარი ცხადის და სიზმრის, გარშემო მთელი სამყარო ქრება და ორი გულის ფეთქვა-ღა ისმის ყოველი ნერვის დაბოლოებით , კანი შეიგრძნობს ბალიშებს თითის.... დუნდება ყველა კუნთი დროებით და ბრმად მიჰყვება ჩადებულ ინსტინქტს უფასურდება სულ ყველა სიტყვა , სხეულის ენა განიცდის ზეიმს.... სურვილებს ტანი იმ მხარეს მიჰყავს სადაც აღწევენ გრძნობები ზენიტს. ჩუმი ხმაური საფეთქლებს ხეთქავს, მოგუდულ სუნთქვას ნელ -ნელა ერთვის და პულსაციის ძლიერი ფეთქვა, საათის წიკწიკს რითმულად ერწყმის. ოფლით ნამული შუბლის ძარღვები, დაჭიმულ სიმად მომართულია და ალეწილი ურცხვად ღაწვები, თვალთა სიშიშვლეს ამხელს სრულიად. ბაგეზე ცხელი ტუჩების კვალი, ანეირტალებს თამბაქოს გემოს და ალკოჰოლის გარეშე მთვრალი, ველური მზერა აღვიძებს დემონს. და როცა ფეხქვეშ მიწა ეცლებათ, ნისლი მოიცავს მათ ბრმა არსებას.... მაშინ იწყება ორის ვედრება, რაც უდრის ღმერთთან გაბაასებას.... მარი ბაიდოშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი