სხვისი სამყარო


წვიმს- თუმცა სულ არ მასველებს,
სხვისი წვიმაა- მე არ ვსველდები
და ის ოცნება-რაც არ მასვენებს,
სხვისია ისიც- მე ვერ შევწვდები.
მზე არის , მაგრამ სულაც არ მათბობს,
სხვისია ეს მზეც და მე ვერ ვთბები,
ბარდნის და თავზე სულაც არ მათოვს
თოვლიც სხვისია- ვისი... ვერ ვხვდები.
ქარია- თუმცა ჩემთვის არა ჰქრის,
სხვებს უდრეკავენ  ტოტებს ვერხვები
და არანაირ შვებას არა მგვრის
სხვის გაზაფხულში ფრენა მერცხლების.
მშობლიურ,მაგრამ უცხო მხარეში,
როს ბურუსიდან წამით ვერკვევი,
მესმის სიკვდილის ავი თარეში,
სხვისთვის მოსულა - და მე ვერ ვკვდები.
სხვა ვარ და ვცხოვობ სხვისი ცხოვრებით,
სხვის სამყაროში- სხვისთვის ვბერდები,
სხვის ნაცვლად ,სხვაგან - სხვა გზით მოვედი.
სხვას დაჰყურებებ ციდან ღმერთები.

მ.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი