შენ დაიბადე ასი წლის მერე
შენ დაიბადე ასი წლის მერე, მას შემდეგ, რაც მე გარდავიცვალე, თუმც ის ლექსები რაც მაშინ ვწერე, მე მხოლოდ შენთან- შენით ვისწავლე. არ გვაფერხებდა ჩვენ დროის ზღვარი, ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება და საუკუნე ჩვენს შორის მდგარი, ეს იყო მხოლოდ განზომილება. შენ დაიბადე ასი წლის შემდეგ, მას მერე-რაც მე ჩავბარდი წარსულს, მაგრამ მე მაინც სულ მუდამ შენ გდევ, სადღაც გეწევი, პორტალში გასულს მე დავიბადე ასი წლით ადრე და ვერ ვიპოვე შენი სადარი, მჯერა ,რომ კვლავაც შეგხვდები სადმე, იქ სადაც ქრება სივრცის საზღვარი. მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი