მე დასახვრეტად მივყავარ ჯალათს


ღამეა -ცივა და მთვარის შუქი,
მკრთალად ანათებს მშობლიურ ქალაქს,
უბრად და ოდნავ მრთრთოლვარე მუხლით,
მე დასახვრეტად მივყავარ ჯალათს.

ქედს არ ვუხრიდი-არც ახლა ვუხრი
ცხოვრების ყველა გამოცდას თამამს
და აი მშვიდად-მორჩილად ვუცდი,
როდის წავაგებ მე მასთან თამაშს.

შველას არ ვნატრობ-არც ხსნა მსურს თუკი
დანიშნულების პუნქტამდე მავალს,
არ დამჭირდება არც ერთი წუთი
ფუჭი ნუგეშის ვიპოვნო ძალა.

ახლა აღარ ვარ არც მხნე-არც სუსტი,
ამ წამს მე თითქოს არავინ არ ვარ,
ხარბად ვიგუბებ ჰაერს და სუნთქვით
ვგრძნობ რომ უბრალოდ ქალაქის ხმა ვარ.

ღამეს კი სულში შემოაქვს სუსხი
და ვით ბოლო ამოსუნთქვის დარაჯს,
გოლგოთის გზის ხარკს უსიტყვოდ ვუხდი,
როს დასახვრეტად მივყავარ ჯალათს ...

მარი ბაიდოშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი