ღამე
ისევ თენდება თეთრად ღამე ბოლთანაცემი, იმედით ვხვდებით ახალ დილას- თუმცა ჩუმად ვართ. დაგვაქვს სხეული ავი სიზმრით მწარედ ნაცემი, სიზმრით , რომელსაც არა ვყვებით-წყალსაც ვუმალავთ. ძლივს-ღა ილევა ღამე თეთრად განათენები, სუნთქვით შევიგრძნობთ გადაღლილნი მსუსხავ განთიადს და მორჩილებას შეჩვეული ჩვენი ხელები, იქეთ იწევენ -სად სილაღის შუქი ანთია. ისევ მთავრდება ღამე თეთრად განაწამები და ღამეული კოშმარები ჩრდილავს ახალ დღეს. დავუბრუნდებით რეალობას კვლავაც წამებით, რომ ეს სიგიჟეც ჩვეულებრივ დილად გასაღდეს. მორიგ წამებას ერთი მოკლე დღე თუ გვაშორებს, რომელსაც ღამის ბრძოლისათვის ხარბად ძალას ვწოვთ, მაგრამ ვერ ვკრეფავთ ჩვენი სულის საკმარ აკორდებს და ყოველ ღამე ჩვენს თავებზე ჩვენვე ვძალადობთ. მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი