მე ციდან მთვარეს მოგიწყვეტ ხელით


მე ციდან მთვარეს მოგიწყვეტ ხელით,
და სარეცელთან დაგიფენ ნოხად .
საუკუნეზე მეტია გელი ,
ნეტავი ამ წელთაღრიცხვას მოხვალ?

ნეტავი რომელ ჟამთაცვლის მერე,
შევძლებ შევეხო შენს ნატიფ თითებს ?
იცი, რომ ჩვენზე ლეგენდებს წერენ?
იცი , რომ ჩვენზე ჰყვებიან მითებს ?

გიცნობ იმ დღიდან , როდესაც ღმერთმა, 
გამოგიხურა სამოთხის კარი.
ყაბულს ვარ შენი აჩრდილი მერქვას 
და ქურდი შენთვის მოწყვეტილ მთვარის ...! 

მარი ბაიდოშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი