დილა მადლიანი
ზლაზვნით- ტაატით ილევა ღამე, ნელა თენდება ახალი დილა, მაგრამ მზის სხივი კი არ გჭრის თვალებს - იმ ქალის შუქი - რომელთან გძინავს. ბავშვური სახით შენს გაშლილ მხარზე, მსუბუქი სუნთქვით ჰაერს რომ კვებავს , იერით თითქოს ფარულად ამხელს სინაზეს და თან საოცარ ვნებას. კისრიდან მხრებზე ჩამავალ კონტურს, ცისფერი ძარღვი მიჰყვება ხაზად და როგორც მტერი დაბნეულ მომხდურს, გიტევს სურვილი შეეხო ნაზად. წამოიწევა ზმორებით ნელა ხვდები, რომ ყველა მიმოხვრა გაკრთობს , მოახლოვებულ წასვლაზე ღელავ და დროის იქვე გაყინვას ნატრობ . შხაპშემორჩენილ ორიოდ შხეფში , მარადისობას შეიგრძნობ წამის და დაუდევრად აკრეფილ თმებში , ნელა იღვრება სურნელი ყავის. გრძობ რომ არ გინდა გაშვება - გტკივა ეს ქალი -სხვებს რომ ვერაფრით ადრი რადგან გაჰყვება სადაც კი მივა ამ დილის სუნთქვა და მისი მადლი. მარი ბაიდოშვილი 29.03.24
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი