არ შეიძლება
არ შეიძლება ჯერ კლავდე ცოცხლად და პატიებას ითხოვდე მერე . თავჩაღუნული უსიტყვოდ - მორცხვად, თავს ვერ აბავდე სიტყვებს და ბგერებს. არ შეიძლება ჯერ ღალატობდე... მერე ამბობდე : ბოლოა -მორჩა! და სხვათაშორის ლაპარაკობდე : - სჯობს დაივიწყო - რაც მოხდა- მოხდა. არ შეიძლება მუდამ გარბოდე, მერე მოსული უეცრად უკან, - ცოტახნით გაველ ....ურცხვად ამბობდე -კი არ დაგტოვე - ნაწყენი ნუ ხარ... არ შეიძლება გართობდეს მუდამ, რას გამოვყავარ წყობიდან ხშირად და რაც კი მტკივა - რაზეც მე ვწუხვარ შენ არ გიღირდეს აროდეს ჩირად. არ შეიძლება თვალებში ცქერით ურცხვად სტყუოდე-ჰყვებოდე მითებს, მერე გეგონოს ,რომ მოსმით ხელის შესარიგებლად იპოვი სიტყვებს. არ შეიძლება სულ მედგრად მავალს, გჯეროდეს - მუდამ აჯობებ ვულკანს. ერთხელაც წინ ვეღარ შესძლებ გავლას და ვერც დახევას ვერ შესძლებ უკან... მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი