ღამესთან ჭიდილი


წუხელ თუ ისევ თეთრად გათენდა
და შეეყარე სენად განთიადს,
თუ ფანტაზია ურცხვად გახელდა,
ვერ შემოიძრე ფიქრთა მანტია,

ქვეცნობიერის ველური როკვით
თუ ეკლის გზები გამოიარე,
წუხელ თუ ისევ ხელახლა მოკვდი
და დღეს კი ლოკვით ირჩენ იარებს,

მაინც არ მოსჭრა ოცნებას ფრთები,
არ შეელიო დარჩენილ წამებს,
ისევ თუ ცოცხლობ - ამას თუ ხვდები,
მოგიწევს კვლავაც ერკინო ღამეს.

მ.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი