ფრთებს გიკვეცავდნენ


ფრთებს გიკვეცავდნენ- მაინც ფრინავდი,
გაჩუმდიო და მაინც გრგვინავდი.

სულს გტკენდნენ, მაგრამ მაინც ითმენდი,
მაჯებს გამტვრევდნენ- მკლავებს იქნევდი.

მტერს გაჯავრებდნენ- გებრალებოდა,
სიყვარულს გგლეჯდნენ- გენატრებოდა.

მიწას გაცლიდნენ- ფეხზე დგებოდი,
მახეს გიგებდნენ-არ ფერხდებოდი.

ყოველ დღე გკლავდნენ- არა კვდებოდი,
გსპობდნენ და მაინც მეორდებოდი.

წადიო ,მაგრამ მაინც რჩებოდი
დარჩიო - იქ აღარა დგებოდი.

-ვერ გაქაჩავო- დადე შედეგი,
-ვერ შედგებიო-შენ კი შედექი.

ნატვრას გიშლიდნენ- მაინც ნატრობდი,
გულქვასა გხდიდნენ- მაინც ნაღვლობდი.

გამსხვრევდნენ, მერე გდგებოდნენ ფეხით,
შენს ყველა ნამსხვრევს თავიდან კრეფდი.

გწამლიდნენ ნელი-ძლიერი შხამით,
თუმც იმუნიტეტს იძენდი ღამით.

ისარს გტყორცნიდნენ პირდაპირ გულში,
მიწას გაყრიდნენ შენივე ხნულში.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა,
რაც დაიბადე ისევ თავიდან....


მ.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი