შენ ფიქრობ რომ დაბრუნება ადვილია ?
შენ ფიქრობ რომ დაბრუნება ადვილია? ფერფლისაგან შესძლებ- კოცონს გააჩაღებ? უჩემობით მეტყვი ვეღარ გაგიძლია, და შენს წასვლას დაფიქრებად გაასაღებ? შენ არ იცი- მე ხომ შენთვის არ მითქვია, ან პრინციპში რა აზრი აქვს უკვე ჩემს თქმას? მოლოდინმა თავგზა როგორ ამიბნია, ან რის ფასად ვივიწყებდი დიდხანს შენს ხმას. შენ რა იცი სიტყვა დარდის მნიშვნელობა, როს დაჰყავხარ მონატრებას კედელ-კედელ, რადგან ძლიერ გვიანია მიშველო და რადგან უკვე ჩემს ნაჭუჭში გამომკეტე როს გაქრობა ერთადერთი სურვილია, შენ ოდესმე თვითმკვლელობა გდომებია? ყურმილს მიღმა როცა უტყვი დუმილია, როცა შენში შინაგანი ომებია. შენ რა იცი ღამით სევდა როგორ ყმუის , ან თავისთვის არსებობის დაძალება , მთელი ძალით ჩაფრენიხარ სიმწრით ყურმილს და ჩურჩულით გინატრია დაკავება ? მართლა ფიქრობ დაბრუნება ადვილია ? შემოხვალ და ძველებურად კარს გააღებ? შენ ეტყობა ბეწვის ხიდზე არ გივლია, იმ მომენტში- ხიდს შენვე რომ აჩანაგებ.... მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი