ამაოების ბაზრობა
ბედნიერების ძებნით გადაღლილს, შემომხვდა ერთხელ ბოშათ ბაზრობა იმ ბაზრობაზე რასაც წავაწყდი , მინდა მოგიყვეთ ეგ უაზრობა იქ დაინახავ ძალიან უცხოს ... ფრიად უცნაურ ათას საქონელს. თავად ცხოვრება იქ ხალხს ხელს უწყობს და ყოველ დახლთან დიდხანს აყოვნებს. ზოგ რამეს შესძლებ იყიდო ფულით, ზოგის სანაცვლოდ სხვა რამეს გთხოვენ და თუკი გინდა რაიმე გულით, გიცვლინ სხვა რამ ძვირფასში.., - სთხოვე ... თუ მაგალითად ულევ სიმდიდრეს და აურაცხელ ქონებას ეძებ, აი იმ ბოშასთან უნდა მიხვიდე და გადაგიცვლის სინდისში დღესვე. კეთილ სიტყვათა მარაგს თუ ეძებ, არც მისი პოვნა გაგიჭირდება აგერ იმ ბოშამ გადადო გვერდზე, რადგანაც თითქმის არვის სჭირდება. პატიოსნებაც ჩაუწვათ დახლში, მყიდველი ვერა - ვერ მიიტყუეს, ეზიდებიან ტონობით სახლში უსინდისობას და ურცხვ სიცრუეს. რკინის ნერვების მყიდველთა რიგი, ზოლებად გასდევს პატარა ჯიხურს - მე ამ საქონელს ბითუმად ვყიდი.. ყვირის ნოქარი და გიმზერს ჯიქურ. თან გამოუკრავს აბრა ლოზუნგად, ცხვირზე აფარებს მასთან მოსულ კაცს : ,, რომ გაუმკლავდე ცხოვრებას ბითურს, ეს საქონელი იყიდე ბითუმ,, გამოტოვებით ორიოდ კარვის ჰყიდს მოთმინებას ფაშფაშა ბოშა... - მობრძანდით - არ გაწყენინებთ არვის და თითო კოლბას მოგყიდით გროშად. იქვე მახლობლად პატარა ბიჭი ვიდრე მშობლები კარავს გაშლიან, დახლთან დამდგარა- სიყვარულს ჰყიდის, მაგრამ სიყვარულს ვადა გასვლია. წარმატებას კი ფასი აქვს დიდი, მას ვერ შესწვდება კაცი მოკვდავი. ადრე თუ ნიჭში - შრომაში ცვლიდი, ეგ აღარ ჰყოფნით - გინდა მოკალი. სამაგიეროდ დახლებს და რიგებს , აუდ - ჩაუდის კაცი უსახო. ღვარძლს და სიძულვილს ხალხში არიგებს განა იაფად ? - სულმთლად უფასოდ... შურის დახლებმა თუკი მოგნუსხა და გადაწყვიტე შენ მისი ყიდვა , სულ უსასყიდლოდ ანუ ბონუსად მას აყოლებენ ღვარძლიან სიტყვას. კეთილდღეობის დახლებთან სანამ ბრბო ირეოდა - მე დრო ვიხელთე, სულ მუქთად ხელში ჩავიგდე თანაც უიმედობის ზღვა და სიკეთე. ბედნიერების საყიდლად მოსულს , მსურდა ამეღო მე ერთი შეკვრა, რიგი დაუთმე გოგონას ორსულს, ის კი გათავდა - მე აღარ შემხვდა. ამაოების ბაზარში ყოფნით, გაოგნებული- მოხრილი წელში ისევ ჩემს ნამდვილ ყოფაში მოვხვდი, რწმენის გარეშე , სიკეთით ხელში. მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი