შემოდგომის ვალსი
დღეს შემოდგომამ საცეკვაოდ გამომიწვია, ასე - უბრალოდ შემომიღო სულის კარები ხელმკლავგაყრილმა გალანტურად დიდხანს იწვიმა , სინორჩის კაბა შემომაძრო ვერნაკარები. ვიცი რომ უკვე არ დავრჩები მასთან მე ვალში და ისიც ვიცი - მისი მოსვლა მიქადის რასაც, ამიტომ უნდა შევასრულო პირველი ვალსი, სიყმაწვილისთვის გაბრძოლების სულ ბოლო ფასად. ფეხი ავუწყე შემოდგომას ცეკვაში ნელა, ვცეკვავ - და მაინც მწყდება გული რატომღაც ამ დროს, რადგან გზის იქით ულამაზეს ქალბატონს ვხედავ თუ როგორ ვნებით ეცეკვება ზაფხული ტანგოს. მ. ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი