ზამთარი სოფლად
გაუსაძლისად ახლოა მთები და ყმუილამდე მიჰყავხარ წყვდიადს, გგონია უკვე საცაა კვდები და შენი სუნთქვაც ამ უტყვ მთებს მიაქვთ. ნისლიან ცით და ნაწვიმარ გზებით შებეზრებული მზის სხივებს ითხოვ, მაგრამ ხომ იცი, ხომ კარგად ხვდები... ზამთარს ვერ მოსთხოვ შენს საკმარ სითბოს. სოფლის გუბეში ეტევა ხედი, ჭადრის ტოტების - აყოლილთ ნიავს და ცხადად ხედავ ,რომ შენი ბედი, უკვე შეზრდია ამ მიწის წიაღს. გაუსაძლისად ახლოა მთები, გაიწვდი ხელს და შეახებ თითქოს, გგონია უკვე საცაა კვდები და მაინც გიყვარს და მაინც გიხმობს. მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი