დრო მიმათრევს ვით ჯიუტ ბავშვს დედა
დრო მიმათრევს ვით ჯიუტ ბავშვს დედა, ვგრძნობ, რომ ვიწვი-დროში ვიფერფლები. მე ამ დროსთან უწყვეტ კავშირს ვხედავ და ნელ ნელა მასთან ერთად ვქრები. გულში რაღაც მტკივნეულად კვდება და იწყება სულთა ამბოხები, როცა ფიქრი ყველა ასტრალს სცდება, უწონობის ღმერთთან ვახლოვდები. უმწეობის განცდა პულსად ფეთქავს , ხიდი ტყდება-იყოფიან გზები. ვეღარ ვამბობ ,რაც მინდოდა მეთქვა და საკუთარ თავში ვიკეტები. მაინც ვიწყებ იმედების ძერწვას, სუნთქვაშეკრულ სულის აკორდებით. გვიან-თუმც გადაჭრით უკვე ვბედავ და დაგროვილ ლექსად ავგორდები. მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი