ხმაში მოგონების მტანჯველ იარებად
ხმაში მოგონების მტანჯველ იარებად, ბოღმის მლაშე ბურთი ყელში გაჩხერილა, უწყვეტ მოლოდინად არ-აღიარება, უმწეობის ღმერთებს შვილად გასჩენიათ. გრძნობის- ღრმა უფსკრულში მწარედ დანარცხება და კვლავ ფრთების გაშლა გემის იალქნებად, როცა ვერ ესწრება სულის გადარჩენა, როცა უსაშველოდ უკვე გვიანდება. ძველ ამპითეატრის ექოს ჟღერადობით, დაბერილ ფილტვებში ძაბვას გაუვლია, როს სითბოს გაცემა განუსაზღვრელ დოზით, ვისთვის სასიცოცხლო-ვისთვის აუგია... ოკეანედ ქცეულ ცრემლთა ღვიარებას, ბოლო ხიდის ნგრევაც უკვე დამჩნევია, ფიქრმაც-გაბრძოლება წყალს რომ მიანება, ამის გააზრებაც ძლიერ მტანჯველია. ღამის კოშმარებთან ბრძოლის თერაპია, სულის ღრმა კუნჭულებს ჩრდილად ეფინება. იმედგაცრუება ფიქრთა სენაკია, როცა არ მთავრდება ვნებათშერკინება. ხმაში მოგონების მტანჯველ იარებად, ბოღმის მლაშე ბურთი ყელში გაჩხერილა, უწყვეტ მოლოდინად არ-აღიარება, უმწეობის ღმერთებს შვილად გასჩენიათ. მ.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი