უსახელო ბაქანი


მე მელოდები თუ ისე დაგრჩა,
ღია ეგ გულის კარი ?
ნუ მელი- შორს მოვიტოვე უკვე 
სადგურის ფილაქანი.

და მორიგ ჯერზე გულში იმედით
ნუ ჩაუყვები ბაქანს,
იცოდე ვრჩები სადაც მივედი
ვერაფერს გეტყვის ახალს ,

ნუ მელოდები - არ ვიმსახურებ.
დავჩე შენს გულში მარად
ეგ გულის კარი სუსხით დახურე
და აიფარე ფარად.

მე კი გამყვება ცხოვრების საგზლად
თვალთა ის მწველი სხივი,
რომ აყოლებდი წვიმიან ბაქანს 
და იკავებდი ტირილს

მ.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი