ფრენის სურვილის მოკვლის გარანტი
ფრენის სურვილის მოკვლის გარანტი, შენს სულს უჩნდება ფარულ სიმსივნედ, იპოვნის მერე სადმე წყნარ ადგილს და სამუდამოდ იქ დაიმკვიდრებს. ქანცგაწყვეტისგან სრულად გადაღლილს, როგორ გწყურია ზოგჯერ სიმშვიდე, უძლებ იქამდე, ვიდრე, სადამდის, შეძლებ რომ ბოლო პიკთან მიხვიდე. და ღამით როცა ვეღარ იძინებ, ხვდები რამის თქმას- თქმა სჯობს არაფრის, რადგანაც ყველა სიტყვის სიმძიმე, შენს დაღლილ მხრებზე ტვირთად გადადის ... დღეს კარგადა ხარ - დღეს ხომ იცინე? აღარ თოვს სულში ისე - აღარც ცრის. ოცნება მკლავზე გადაიწვინე და როგორც სფინქსი ისევ განახლდი..!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
👍❤️