საბედისწერო ქალი


წაკითხული აქვს ამ ქალბატონს ნიცშეც და კანტიც ,
ფილოსოფიურ საუბრებშიც აგყვება ნაზად,
მაგრამ არ გინდა... არ გაერთო ამ ქალით-არ ღირს,
ვერ გამოდგება ვერც მეგობრად -ვერც მაგარ ,, ნაშად“

კონფუცსაც იცნობს,სოკრატეს და ბენე დეკარტის
მსჯელობს ფაქტებით, ლოგიკურად - თამაშობს ერთგულს,
თუმცა ყოველთვის ხელში ხვდება მას ცუდი კარტი.,
ტკივილს და ტანჯვას უორმაგებს ყველა მის მეგზურს.

მე დავარქმევდი ამ ლამაზმანს იმ ნეკნს ადამის,
სათავეშივე რომ გამოლპა ყველაზე უფრო,
კი- მისნაირი ალბათ ქვეყნად ბევრი არ დადის,
მაგრამ ნუ ელი მისგან ხსნას და ნურც ფიქრში უხმობ.

შეპყრობა მისით დამიჯერე ,ვიცი არ გარგებს,
საყვარელია ,ძლიერ ნაზიც თან იდუმალიც ,
თუმც არ ერგება არანაირ ქალურ სტანდარტებს,
თანაც დროდადრო მის სხეულში ბორგავს ცუნამიც.

ხო ვიცი,ვიცი -თავბრუს გახვევს ,გათრობს, გიზიდავს,
ახასიათებს ეგ თვისება -ვერ დაუკარგავ,
თუმც მოაქვს ნგრევაც -როგორც ყველა ძლიერ მიწისძვრას,
იმ შავ ხვრელს სულში-ტანსმომდგარი კაბა უფარავს.

არ შეიყვარო... თავს უშველე სანამ მთელი ხარ,
გაშორდი მსწრაფლ და არ გაბედო უკან მოხედვა,
ის გადარჩება-შენ დაგღუპავს -შენ ხომ წრფელი ხარ,
ის მაინც შესძლებს ცუდი კარტით ხელის მოგებას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
Lilith 4 თვის წინ

გოგონი, ეს დაგივარდათ 👑

Lilith 4 თვის წინ

ბენეს ნაცვლად რენე უნდა დაგეწერა მგონი მეორე სტროფში

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი