პაემანი


თვალებით ეძებ სანატრელ კონტურს
აი -  მონატრებულ აჩრდილსაც ლანდავ,
საგულდაგულოდ მისთვისვე მორთულს,
მსწრაფლ გავიწყდება მთელი დღის დაღლა.

ვიდრე გარეთ ხართ - არ ხარჯავ სიტყვებს,
გულში შეჰხარი ამ შედეგს მოცდის,
მოწოლილ გრძნობებს ბოლომდე ითმენ
და მის სილუეტს თვალებით კოცნი.

მერე გააღებთ ოთახის კარებს,
სულ არ გჭირდებათ ანთება შუქის
და შენი ქვეცნობიერი მხარე,
მხოლოდ კარების მოხურვას უცდის.

ტუჩები თვითონ პოულობს ტუჩებს,
თითებიც თავად დაცურავს თმაში
და ემოციებს მოწოლის უშრეტს,
ბოლომდე ავლენ მოგუდულ ხმაში.

მკლავები მისი - ფერფლივით ჩაგშლის
მოგსდევს- თუმც ვეღარ გეწევა აზრი,
აგაწყობს და კვლავ ათასჯერ დაგშლის,
რომ გაზიაროს რაღაც წრფელს- ამ გზით.

რომ აღგაგზეოს ზეცაზე მაღლა....
აგამზეუროს ხმალივით მზეში.
რომ შესძლო ბოლო ცრემლამდე დაღვრა
და კიდევ ერთხელ ჩააკვდე ხელში...!

მარი ბაიდოშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer4 თვის წინ

მშვენიერია👏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი