საუბარი ღმერთთან


-ალო მოგესალმებით , თუ შეიძლება ღმერთთან დამაკავშირეთ ...
ოპერატორი:- დღემშვიდობისა ახალგაზრდავ - ახლავე გადაგრთავთ.
ღმერთი :  -  მოგესალმები ყმაწვილო, ყურადღებით გისმენთ.
ადამიანი : - ღმერთო , ძალიან დავიღალე ,აღარ შემიძლია მეტი ,ყველაფერი მომბეზრდა . ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დედამიწაზე კი არა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ . მინდა თავისუფლად  და ლაღად ვიგრძნო თავი,  უბრალო ადამიანური ბედნიერება მინდა, ნუთუ ძალიან ბევრს ვითხოვ? გევედრები დამეხმარე ღმერთო.
ღმერთი : - რათქმაუნდა ჩემო კარგო,ყველაფერს აგისრულებ რასაც მთხოვ ,მაგრამ ვიდრე შენი სურვილების ასრულებას შევუდგებით, მე დაგაკავშირებ უკვე ასრულებული სურვილების დეპარტამენტთთან, როდესაც დეპარტამენტთან გადაგრთავ,  თხოვნა მაქვს  კარგად გადაავლო გონების თვალი წარსულში ნანატრი სურვილების ჩამონათვალს და გაიაზრო, რა შესაძლო შეცდომები გაქვს დაშვებული.
-გთხოვთ დაიცადოთ , მიმდინარეობს თქვენი გადამისამართება ასრულებული სურვილების დეპარტამენთთან.
- მოგესალმებით , ასრულებული სურვილების დეპარტამენტი გისმენთ ,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-  გამარჯობა თქვენთან ღმერთმა გადმომამისამართა  და მითხრა, რომ ვიდრე ჩემს სურვილებს აასრულებს, თქვენ მომასმენინებთ რა სურვილები მქონდა და ამისრულდა წარსულში
- ოპერატორი : -ყურადღებით მისმენთ ?
- ადამიანი :  დიახ პირდაპირ სმენად ვარ ქცეული.
- ოპერატორი: კარგი, მაშინ სულ ბოლო სურვილიდან დავიწყოთ:
თქვენ : - ჭირსაც წაუღია ეს სამუშაო
სამყარო: - ასრულებულია -სამსახური ჭირმა წაიღო!
თქვენ: - ნეტა სულ ცოტაოდენი ფული მომცა
სამყარო : - ასრულებულია -თქვენ გაგაჩნიათ სულ ცოტაოდენი ფული !
თქვენ :- ყველაზე უშნო და უტვინო ცოლი მყავს.
სამყარო : -ასრულებულია- ყველაზე უშნო და უტვინო ცოლი გყავთ!
თქვენ : - ნეტა ცოტახანი სადმე დამასვენა ,სადაც გინდა იყოს -ოღონდ ქალაქიდან გამიყვანა.
სამყარო:- ასრულებულია  - სიდედრთან სოფელში ( თანაც მას ძალიან  ესაჭიროვება ახლა მამაკაცის ხელი სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში)
თქვენ : - რა ოხრობაა ცხვირსახოცი რომ ცხვირსახოცია იმასაც კი არ მაჩუქებს არასოდეს არავინ.
სამყარო:  -შესრულებულია -არავინ არ გაჩუქებთ!
ოპერატორი : - გავაგრძელო ? აქ დაახლოებით ერთი წლის წასაკითხი მასალაა.
ადამიანი : არა ,არა მადლობა -ყველაფერი გასაგებია...
არასოდეს არ ღირს იმის თქმა რომ ყველაფერი ძალიან  ცუდადაა , რადგან შენ  ჯერ კიდევ არ იცი რას შეიძლება  ნიშნავდეს სინამდვილეში ,, ძალიან ცუდად“
მუდამ იმეორე ,რომ ყველაფერი ძალიან  კარგადაა და მაშინ სამყაროც-ღმერთიც მოგიბრუნდება და გეტყვის პასუხად:
-ჰეი მეგობარო ,შენ ჯერ კიდევ არ იცი რას ნიშნავს სინამდვილეში ,, ძალიან კარგად „ მოდი ვცადოთ და უფრო კარგად გავერკვეთ ამ სიტყვის მნიშვნელობაშიო ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი