შენთვის არაფერი -ჩემთვის ყველაფერი


ირიჟრაჟა . დილის სუსხმა  სპილოსძვლისფერ მკვრივ ოდნავ ხორკლიან მკლავებზე გადაურბინა . ტაომ დააყარა და ხელები უმალ გადასაფარებლის ქვეშ შემალა . ჯერ ადრეა , ცოტას კიდე წავუძინებო გაიფიქრა და მარჯვენა გვერდზე გადაბრუნდა, კარგა ხანს ასე თვალდახუჭული იწვა , მაგრამ ძილი ვერა და ვერ შეიბრუნა.მის გვერდით იმავე ორსაწოლიანში მისი ქმარი იწვა და ომახიანად ხვრინავდა . მაღალი ტანის და  რაღაცნაირად ტლანქი აღნაგობის კაცს  ,დონდლო ვარდისფერი ლოყა ბალიშზე მიეჭყლიტა და ნახევრად ღია პირიდან მოგუდული ,ხროტინა ბგერები ამოსდიოდა. 
     ქალი წამოიმართა საწოლიდან ისე მშვიდად,როგორც დილის სიგრილეს შემომხვედრი თბილი ზეწარი- არაფერი განსაკუთრებული,მაგრამ იყო რაღაც ელეგანტური და ძალიან ლამაზი  მის უბრალო მოძრაობაში. ხალათი ნაჩქარევად შემოიცვა და სამზარეულოსკენ გაემართა, გზად შემთხვევით მისი ქმრის მიერ ძირს დაუდევრად დაყრილ ფეხსაცმელს წამოჰკრა ფეხი , წაბორძიკდა და თავის შესამაგრებლად იდაყვით საწოლს დაეყრდნო სადაც იმ მომენტში ქმრის ფეხები იყო განთავსებული , საწოლი შეტოკდა , ნამძინარევ- ნაბახუსარი ქმარი  წამოიმართა  - ნელა  შენი... ღვარძლიანად გამოსცრა კბილებში , მერე გადაბრუნდა მეორე გვერდზე და ისევ განაგრძო ხვრინვა.
წამიერად სუსხივით დაუარა სხეულში ქმრის სიუხეშემ , გული რაღაცნაირად მოეწურა , მაგრამ არაფერი შეიმჩნია , ფეხსაცმელი საწოლთან ლამაზად მიაწყო  , ოთახში აქეთ -იქეთ მიმოფანტული წინდები ნაჩქარევად წამოკრიფა  და სამზარეულოში გავიდა.
იქ ცხელი ყავის სურნელით გაბრუებული , თავისი პატარა სამფლობელოს უპირობო მბრძანებელი, ფინჯნით ხელში ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გაჰყურებდა .
ოჰ ჩვენს მეზობლებს უკვე საბავშვო ბაღში გაუწევიათ , ჩაეცინა გულში როცა გზაზე კორპუსებს შორის მიმავალი მამა-შვილი დაინახა , ორივეს  ყოველთვის დაუდევრად  და ძალიან უბრალოდ ეცვათ. დასაუთოვებელი , მაგრამ მუდამ  სუფთა ტანსაცმელი .                                                                      გიო მამას სკუპ სკუპით მისდევდა და რაღაცას გაცხარებით უყვებოდა. მამაც სერიოზული განგებ ყურადღებიანი სახის გამომეტყველებით  უსმენდა და დროდადრო თავს თანხმობის ნიშნად უქნევდა.
   - საწყალი ბავშვი -გაიფირქა თათამ ...                                                                                                   მართალია მამა-შვილი სულ რაღაც ნახევარი წელია რაც გადმოცხოვრდნენ მათ კორპუსში , მაგრამ მთელმა სამეზობლომ უკვე იცოდა ამ ოჯახის ისტორია ჭორიკანა მეზობლელი ლილის გამოისობით.
- აბა ეხლა მასეთ დედას დედა ქვია ? მიაგება სიტყვა ერთხელ ლილიმ თათას გზაში, როდესაც დაინახა თუ როგორ მიეფერა იგი პატარა გიოს და მუჭით ტკბილეული გაუწოდა. 
-  რა ანგელოზივით ქმარ-შვილი მიაგდო ასე უპატრონოდ და წაშავდა მოუსავლეთში ... ჩემი მულის შვილის ქმრის  სოფლიდანაა მაგის უნამუსო დედა . ერთი წლისაც არ იყო ბავშვი ,რომ დაჰკრა ფეხი და ვიღაცა თურქ კაცთან ერთად გაიპარა ,უი მიწაში  და კუბოში  გაიპაროს  ეგ არგასახარებელი ეგა ჰა.
გამარჯობა ლილი დეიდა  სალმით მოუჭრა  თათამ ლილის პირს მომდგარი მორიგი სალანძღალი სიტყვა .
-ბოდიში მეჩქარება  ძალიან  და სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა ,რათა აბეზარ მეზობელს  ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოესწრო და სადარბაზოს კას მიღმა გაუჩინარდა.                                                                                        არ უყვარდა თათას ლილი ,არ მოსწონდა მისი ცნობისმოყვარე ბუნება და სხვისი ოჯახების ამბების მიმართ არაჯანსაღი ინტერესი. 
ლილის კი გაეცალა , მაგრამ გიოსა და მამამისის ამბავმა რაღაცნაირი ტკივილი და სიცარიელე დაუტოვა .  კაი ხანს ასე გულდამძიმებული დადიოდა ოთახიდან ოთახში მთელი დღე , ბოლოს ვერ მოითმინა ,აიღო ერთი ლანგარი , დაალაგა ზედ ცხელი წვნიანი კარტოფილით და ხორცით , მწვანე ლობიო ნიგვზით შეკაზმული, თავისივე გამომცხვარი გუშინდელი ღვეზელის ორი ნაჭერი  და ავიდა ზემოთ მე 7 სართულზე , სადაც მამა-შვილი ცხოვრობდა. 
-აი ბავშვს ცხელი კერძი მოვუტანე , ვიფიქრე ესიამოვნება თქო -გაუწოდა იმ წამსვე  ლანგარი გაოგნებულ ზურას თათამ , როგორც კი მან კარი გააღო.- ჭურჭელზე არ ინერვიულოთ, როცა მოგიხერხდებათ მაშინ შემომაწოდეთ, მე თავად გავრეცხავ - ჩაილაპარაკა ნაჩქარევად და ნაჩქარევად დაეშვა ქვევით.
მას შემდეგ ხშირად აწვდიდა თათა მეზობლებს მისსავე დამზადებულ გემრიელობებს და უხერხულობისგან აწითლებულ მამას სიტყვასაც არ აცლიდა ხოლმე : -ნუ ღელავთ არანაირად არ ვწუხდები , პირიქით ძალიან მსიამოვნებს თუკი გიოს ნამდვილად ასე მოსწონს ჩემი კერძები.... და სწრაფად დაეშვებოდა ხოლმე კიბეებზე რომ მეტად უხერხულად არ ეგრძნობინებინებინა თავი ზურასთვის. 
საღამოს კი გიო მიადგებოდა ხოლმე პოლიეთილენის პარკში ჩალაგებული გარეცხილ-გაკრიალებული ჭურჭლით , ზარს ვერ სწვდებოდა ამიტომ მუდამ კარზე აკაკუნებდა , თათამ უკვე იცოდა ვინ დახვდებოდა კარს მიღმა და ტკბილეულით სავსე მუჭით ეგებებოდა , რადგან შეისწავლა მისი ხასიათი : რაც არ უნდა ეპატიჟა სახლში, არ შემოვდიოდა გიო - მამა მელოდებაო. 
- თათა დეიდა დიდი მადლობა ეტყოდა ხოლმე მომღიმარი სახით , ტკბილეულს აუცილებლად გამოართმევდა აქეთ -იქეთ ჯიბეებში გადაინაწილებდა და ისევ ზევით კიბეზე არბოდა.
-დიდი რომ გავიზრდები ცოლად ხომ გამომყვები?  , ჰკითხა ერთხელ თათას პატარა გიომ , ეზოში ბავშვებთან თამაშის დროს რომ დაინახა სამსახურიდან სახლისკენ მომავალი  და სიხარულით შეეგება.
თათას გაეცინა - მერე მეც ხომ გავიზრდები და მოვხუცდები ? 
 -არააა, არ მოხუცდები ! მე უფრო მალე გავიზრდები აი ნახავ , მე ხომ კარგად ვჭამ ,თან სტაფილოც მიყვარს ,მამამ თქვა თუ ბევრ სტაფილოს შეჭამ, მალე გაიზრდებიო, ხოდა მეც ბევრ-ბევრ სტაფილოებს გადავსანსლავ, რომ მალე გავიზარდო. მომეცი ჩანთა მე მოგეხმარები მიტანაში , მე ხომ ძლიერი ვარ აი ნახე როგორი კუნთები მაქვს ?  გაიშიშვლა გიომ მკლავები და ოდნავ ამობურცულ კანზე მოითათუნა პაწაწინა თითები.                                                                                  - ოო ეს აშკარად ბევრი სტაფილოს და ბოსტნეულის დამსახურებაა                                                                              გაამხნევა თათამ გიო და ძალიან კი არ უნდოდა ჩანთის მიცემა , მაგრამ უარი ვერ გაუბედა , რადგან ეს ხომ მის პაწაწინა გულს უნდობლობად  შეიძლება  მიეჩნია  , ამიტომ ბოლომდე მიტანის უფლება მისცა , მიუხედავად იმისა რომ გული უწუხდა  იმის ყურებით , თუ როგორ მიაცურებდა ასფალტზე გიო თრევა თრევით ჩანთას.
  -მადლობა გიო შენ ნამდვილი ჯენტლმენი ხარ ,ახლა კი გაიქეცი ეზოში და ბავშვებთან გაერთე,  შეაქო გიო თათამ  , შოკოლადის კამფეტი გაუწოდა ( რომელსაც უკვე სპეციალურად მისთვის იმარაგებდა ) და სიყვარულით გააყოლა თვალი კიბეებზე მიმავალ 5  წლის გაბღენძილ ბიჭუნას.
აი ახლაც ,როდესაც ყავის ფინჟნით ხელში ფანჯრიდან გაჰყურებდა ქუჩაში მიმავალ მამა-შვილს, გული სიმწრით ეკუმშებოდა. ვერაფრით გაეგო როგორ შეიძლება დედამ ,რომელიც ოჯახიდან გარბის, როგორ არ უნდა დაავლოს ხელი თავის ერთი წლის ბიჭუნას ,არ შეახვიოს პლედში არ ჩაიხუტოს გულში და ისე არ წავიდეს. როგორ შეიძლება ქალს , რომელსაც დედა ქვია ,  ის სახლი-ის ოთახი  სადაც მის პაწაწინა ანგელოზს საწოლში საბნიდან ვარდისფერტერფგამოყოფილს  ტკბილად სძინავს  ,მიატოვოს ისე რომ თან არ წაიყვანოს, ეს უსუსური და სრულიად მასზე დამოკიდებული არსება.
ფანჯარას მოსცილდა და შეეცადა აზრები სხვა რამეზე გადაეტანა, რადგან ვერასოდეს  ვერ უძლებდა დიდხანს ამ მტანჯველ  ფიქრებს .
-თათაა სადაა ჩემი სუფთა ტანსაცმელი , მოესმა საძინებლიდან ახლადგამოღვიძებული ქმრის ხრინწიანი ხმა. 
-წუხელვე დავაუთოვე , სკამზეა გადაგიკდებული გურამ.
 გასძახა და გაზქურა აანთო საუზმის მოსამზადებლად.
გურამი ნაჩქარევად ჭამდა საუზმეს  და მალ -მალე საათზე იყურებოდა .
-წავედი მე , დღეს დამაგვიანდება თათბირი გვაქვს და გვიანობამდე მომიწევს მუშაობა .
- ისევ გურამ ?  კარგი რა, ხომ დამპირდი რომ დღეს ონკანს შეაკეთებდი, ძალიან გასდის წყალი ,საცაა ამოხეთქავს და დაგვეტბორება მთელი სამზარეულო,უთხრა წყენით თათამ .
-ამხელა ქალი ხარ ხელოსანს რომ გამოუძახო ის ვერ მოგიფიქრებია ? ხომ ხედავ არ მცალია ეს დედაატირებული ,  შეუღრინა გურამმა და კარი მძლავრად გაიჯახუნა.
თათა დამდუღრულივით გაშეშდა სამზარეულოს კართან , არა კი არ გაუკვირდა, ბოლო დროს ნელ -ნელა შეაჩვია ქმარმა სიუხეშეს და სიცივეს, უბრალოდ  კიდევ ერთხელ გადასწვდა გონებით განვლილ შვიდ  წელიწადს, რომელიც ერთად გატარეს და გული ჩასწყდა .                               იქ -სადღაც სიღრმეში საშინელი სიცარიელე იგრძნო , სიცარიელე და ტკივილი .                               შვიდი  წელი , შვიდი თითქოსდა უქმად გასული ზაფხული და უშედეგოდ დამდგარი ზამთარი.  შვილიც კი არ ეყოლათ , რამდენს ეცადა , სად აღარ იარა , მაგრამ ყველა ექიმი ერთხმად ამტკიცებდა რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და თავისუფლად შეეძლო შვილის ყოლა. მეუღლეს იბარებდნენ გამოსაკვლევად, მეუღლემ კი 
- მე არაფერი მჭირს სამკურნალო , ამ საკითხს რაც შეეხება  ყველაფერი იდეალურად მაქვს და აღარ ახსენო ჩემთან მეორედ კლინიკაში წასვლა.
 მოუჭრა ერთხელაც მკვახედ,  როცა თავი მოაბეზრა თათამ გამოკვლევების შესახებ საუბრით.
მას შემდეგ თათა  სამუდამოდ დადუმდა , კრინტიც აღარ დაუძრავს ამ საკითხთან დაკავშირებით .  - ეტყობა ასეა საჭიროო , გაიფიქრა თავისთვის და ინერციით გააგრძელა თავისი უსარგებლო( როგორც ამას თავად მიიჩნევდა) ყოფა.
 სკოლაში სადაც მასწავლებლად მუშაობდა , 2 საათში ეწყებოდა გაკვეთილი ,ამიტომ წასვლამდე ეგებ მოვასწრო ხელოსნის გამოძახებაო , ინტერნეტის მეშვეობით ნაპოვნ რამოდენიმე ნომერზე გადარეკა, მაგრამ მხოლოდ ერთს ეცალა ისიც ხვლაისთვის .                          სხვა გზა არ იყო და მეორე დილისთვის დაიბარა ხელოსანი. სამსახურში წასვლამდე იმედოვნებდა მოასწრებდა მის გასტუმრებას  ამიტომ ძალიან სთხოვა რომ არ დაეგვიანა ხვალ დათქმულ დროს მოსვლა. მერე მშვიდად გაემზადა და სამსახურში წავიდა.
- ხელოსანი ვიპოვე , ხვალ მოვა და ონკანს შეაკეთებს , უთხრა გურამს საღამოს            ვახშმობისას, როდესაც სუფრას ალაგებდა - ისე , სხვათაშორის. იმიტომ კი არა რომ ეგონა აინტერესებდა მის ქმარს  ეს საკითხი  , მოუნდა ოთახში კარგა ხნის ჩამოვარდნილი მდუმარება  დაერღვია და უბრალოდ რაღაც ეთქვა.
- შეგძლებია როცა მოინდომებ , მიუგო მშრალად გურამმა და მისაღებისკენ გადაინაცვლა სადაც  სავარძელზე მისვენებული პულტი და კედელზე ჩამოკიდებული დიდი მონიტორი მორჩილად ელოდებოდა.
დილით ქმარი გააცილა თუ არა ნაჩქარევად მზადება დაიწყო რათა ხელოსნის მოსვლის შემდეგ დრო არ დაეკარგა და მალევე გასულიყო სამსახურში.
- ხედავთ ამ ხრახნს ? გაუწოდა  დაგვიანებით, მოსულმა ხელოსანმა თათას ონკანის მილაკი . ეს არ უდგება თქვენსას , აი ასეთი უნდა და ძველი ონკანის მილაკის ხრახნზე  მიუთითა. -ხვალ თუ დამახვედრებთ ,მოვალ და დაგიყენებთ.ახლა კი უნდა წავიდე. სამზარეულოში წყალი გადაკეტილია , არ გახსნათ თორემ დაიტბორებით...  ხელსაწყოებით სავსე ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარისკენ გაეშურა.
-თათა ერთი წუთით ,მოესმა ზედა სართულიდან თათას მამაკაცის ხმა , სწორედ მაშინ როდესაც ხელოსნის გასაცილებლად გამოღებული  კარის მიხურვას აპირებდა .
თათა კარში შეყოვნდა და დაელოდა ზურას ჩამოსვლას .
-გამარჯობა თათა როგორ ბრძანდებით ? ჰკითხა მოწიწებით ზურამ გაოცებულ თათას, გაოცებულს იმიტგომ რომ იმ ხნის მანძილზე რაც მეზობლები იყვნენ,ზურა თავად არასოდეს არ გამოჩენილა თათას კარის ზღურბლზე .
-გამარჯობა ზურა ხომ მშვიდობაა ? გიო ხომ კარგადაა ?
შიში ეეპარა თათას ხმაში
-დიახ, დიახ გიო კარგადაა  თათა , მადლობა ... მე აქ სხვა მიზეზით მოვედი , მაგრამ ვიდრე ჩემი მოსვლის მიზეზს გაგიმხელდეთ, მინდა გითხრათ რომ თუ რამე დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ , ხელოსანს მოვკარი თვალი და მაგიტომ გეკითხებით , რამეში ხომ არ შემიძლია დახმარება?
-არა არა ზურა მადლობა არ შეწუხდე ,  ონკანის შესაკეთებლად გამოვიძახე ხელოსანი , ხვალ მოვა და დაასრულებს.
-ხვალ ? და მანამდე უწყლოდ იქნებით?
-მხოლოდ სამზარეულოშია წყალი გადაკეტილი ეგ არაფერი გავძლებ ერთი საღამო..
- თათა , მე და გიო თქვენგან ძალიან დავალებულად ვგრძნობთ თავს , თუ მომცემთ უფლებას შევხედავ ონკანს რა სჭირს,ეგება რთული არაფერია ? მინდა რამეში მაინც გამოგადგეთ , ძალიან გთხოვთ უარი არ მითხრათ.
იმხელა მუდარა იგრძნობოდა ზურას ხმაში, რომ თათამ უარი ვეღარ გაბედა  და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
პრობლემა 25 წუთში მოგვარებული იყო და თათას ცოტა დრო კიდევ რჩებოდა სამსახურამდე .
- თუ არ ვცდები ,მგონი რაღაც საქმე გქონდა ჩემთან  მართალი ვარ ?
მიუბრუნდა თათა ზურას მას შემდეგ რაც მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
-მოკლეთ ასეთი ამბავია  -დაიწყო ზურამ მოწიწებით: - მე და გიო ერთი კვირით რაიონში უნდა წავიდეთ ,სამსახურში შვებულებას ვიღებ ,მაგრამ სამაგიეროდ ხვალ გვიანობამდე მიწევს მუშაობა რათა დარჩენილი საქმე მოვათავო და მშვიდად გავუდგე გზას . გიოს ვერაფრით დავტოვებ მარტოს , და თუ არ შეგაწუხებთ საღამოს ბაღიდან  რომ გამოვიყვანო თქვენთან  დავტოვო რამოდენიმე საათით და ისევ სამსახურში გავიქცე შეიძლება ?
-კიბატონო ზურა რათქმაუნდა შეიძლება მე მაგ დროს უკვე სახლში ვიქნები , მარგამ წელიწადის ამ დროს რაიონში არდადეგებზე წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
-  დედების დღე ახლოვდება,ბაღში ზეიმისთვის ემზადებიან , დედებს ლექსებს მიუძღვნიან ,ყვავილებს, საჩუქრებს  და ხომ გესმით , ასე რომ ყოველ წელს ამ დროს 1 კვირით მიმყავს ბავშვი , მე... მე სხვა არაფერი შემიძლია.
ჩაიცინა მწარედ გიომ და თავი დახარა...
თათამ ყელს მომდგარ სიმწრის ბურთს ძლივს მოუხერხა გადაგორება.
- ჰო მესმის ზურა, მესმის, მოიყვანე საღამოს გიო არაფერზე იდარდო, არ მოვაწყენ შენს მოსვლამდე ოღონდ ტელეფონის ნომრები გავცვალოთ , ხომ უნდა მეწეროს შენი ნომერი უცებ რამე რომ დაგვჭირდეს მე და გიოს ? 
- რათქმაუნდა გავცვალოთ, გაიღიმა ზურამ და ტელეფონი მოიმარჯვა.
საღამოს სამსახურიდან მომავალმა თათამ მაღაზიაში შეიარა და გიოსთვის ტკბილეული მოიმარაგა.ასევე ვახშამზე სალათის მოსამზადებლად სჭირო პროდუქტები შეიძინა და სახლისკენ ნელი ნაბიჟით გაეშურა.
-თათა დეიდა მოიცადე მეც მოვდივარ მოესმა ზურგსუკან პატარა გიოს ხმა , რომელიც მამას ხელიხელჩაკიდებული მოჰყავდა.
-დღეს ცოტა ადრე წამოვედით , მამამ თქვა თათა დეიდასთან მივდივართო 
-დიახ გიო დღეს ჩემი საპატიო სტუმარი იქნები, მიუგო თათამ და ხელი გაუწოდა .                      -მომკიდე ხელი წავიდეთ , მამა კი გავუშვათ საქმეების მოსაგვარებლად კარგი?
- კარგი. გახარებულმა გიომ ჩაკიდა ხელი თათას და სკუპ-სკუპით აედევნა
- საღამომდე ზურა
-საღამომდე  ... მადლიერი მზერით დააჯილდოვა ზურამ თათა და გზისკენ იბრუნა პირი.
- აბა ჩემო პატარა ვაჟკაცო , მითხარი რას მიირთმევ ვახშმად ? ჰკითხა თათამ გიოს მას შემდეგ რაც რამოდენიმე სახალისო თამაშით გული იჯერეს.
- საექიმო ძეხვს შემიწვავ კვერცხთან ერთად ?
- რამე უფრო სასარგებლო ხომ არ გეჭამა ? მაგალითად ხორციანი წვნიანი ? ან ბოსტნეულის ჩაშუშული ? სცადა თათამ ოპტიმალური ვარიანტის შეთავაზება.
- ესეიგი ძეხვი და კვერცხი არ გაქვს ? გულდაწყვეტით ჰკითხა ბიჭუნამ .
თათამ ვერ გაუძლო გიოს მზერას და მორჩილად შეუდგა საჭირო მასალის მაცივრიდან გამოლაგებას .  ძეხვის თხელი  პატარ-პატარა ნაჭრები ყოველი მხრიდან საგულდაგულოდ დაბრაწა და ზედ კვერხცი მოასხა, თეფშზე გადმოიღო და გარშემო  შემოუწყო კიტრის და პომიდვრის ლამაზად დაჭილი რგოლები,  ვაშლის კომპოტი დაუდგა და ღიმილით ადევნებდა თვალყურს თუ როგორ მადიანად მიირთმევდა გიო ვახშამს.
გიომ თეფში ბოლომდე  საგულდაგულოდ მოასუფთავა  და ვიდრე კომპოტის დალევას შეუდგებოდა თათას აღფრთოვანებული თვალებით ახედა.
- თათა დეიდა მერე კიდე შემიწვავ ჯადოსნურ ერბოკვერცხს ?
- რატომ ჯადოსნურს ? გაეღიმა თათას
- იმიტომ რომ მამა როცა მიწვავს სულ სხვანაირი გამოსდის, ძეხვი ასე სულაც არაა დაბრაწული და კვერცხიც რაღაცნაირი დონდლო და თბილია ხოლმე.
თათა მიხვდა რომ ზურა სავარაუდოდ ტაფაზე დაგდებულ ძეხვის დიდ ნაჭრეებს პირდაპირ ასხავდა კვერცხს , კვერცხი ძეხვის ქვედა მხრიდან  ვერ ასწრებდა შეწვას ამიტომ გამოდიოდა იგი ნახევრად თოხლო და არც თუ ისე მყარი.
- კარგი გიო აუცილებლად შეგიწვავ სხვა დროსაც ჯადოსნურ ერბოკვერცს დაპირდა თათა ბავშვს,  წაბლისფერი ქოჩორი სიყვარულით აუჩეჩა და შოკოლადის კამფეტით სავსე ლანგარი  მიუდგა ახლოს .
- ჭამე ,შენთვის ვიყიდე.
ბიჭმა კამფეტებს შეხედა ,ერთი ცალი აიღო , გვერდით დაიდო მაგრამ არ გახსნა .
-რატომ არ ჭამ ?  კიდევ მაქვს, ჭამე რამდენიც გინდა , რაც დაგრჩება სახლში გაგატან.
- არ მეჭმება თათა დეიდა, ალერგია მაქვს შოკოლადზე. თვალები აარიდა კამფეტს გიომ
- კი მაგრამ სხვა დროს რომ გაძლევდი ხოლმე , მუდამ რატომ მართმევდი?
-მამამ თქვა როცა ახლობელი ადამიანი რამეს გთავაზობს , უნდა გამოართვა და მადლობა გადაუხადოო , უარის თქმა უზრდელობაა.
თათამ ტუჩზე იკბინა, თურმე როგორი ცდუნების წინაშე აყენებდა ამ პატარა არსებას ყოველ ჯერზე , როცა შოკოლადის ტკბილეულით უმასპინძლდებოდა. უნებურად მოეხვია ,გულში ჩაიკრა და შუბლზე თბილად აკოცა.
-კარგი აწი სხვანაირ ტკბილეულს გიყიდი -შოკოლადის გარეშე ,ახლა კი კომპოტი    დალიე, მეც შენთან ერთად ჩაის შევექცევი.
-ჩაი უფრო გიყვარს ვიდრე კომპოტი ?
-კი ჩაი უფრო მიყვარს გიო
და ორი ადამიანი დიდი და პატარა , მყუდრო სამზარეულოში მჯდარნი შეჰხაროდნენ ერთმანეთს . პატარა გაუაზრებლად კმაყოფილი დღევანდელი დღის და ზოგადად ყოველი დღის საჩუქრით, რომელსაც ცხოვრება უძღვნიდა და მიუძღვნის მომავალში.
დიდი კი გაბედნიერებული იმით,რომ შეძლო ცოტათი მაინც გაეხალისებინა და გაელამაზებინა პატარსთვის დღევანდელი დღე.
   გურამი რომ შემოვიდა თათა და გიო უკვე მისაღებში ისხდნენ ხალიჩაზე ფეხმოკეცილები და დიდ ნახატებიან წიგნს ათვალიერებდნენ.
გიოს დანახვაზე არანაირი რეაქცია არ გამოესახა გურამს სახეზე ,  მაშინვე სამზარეულოსაკენ აიღო გეზი და გზაში მიაძახა თათას .
-მშია , მაჭამე რამე
თათამ გიოს თავზე გადაუსვა ხელი , მალე მოვალ არ მოიწყინოო და სამზარეულოში შეჰყვა მეუღლეს.  სანამ ვახშამი ცხელდებოდა სუფრის გაწყობას შეუდგა . გურამმა თეფშიდან ყველის ნაჭერი აიღო ჩაკმინჩა და ისე რომ არც კი შეუხედავს თათასთვის ჰკითხა
-ეგ ვინაა ?
-ჩვენი მეზობლის ბავშვია , იცი რა საყვარელია ? რამოდენიმე საათით დამიტოვეს .
- დაგიტოვეს რა ძიძა ხარ ? თუ ამდენი თავისუფალი დრო გქონდა რამე ახალი მოგემზადებინა      ვახშმად , ისევ გუშინდელი ხარჩო რომ დამახვედრე  .                                                                                    და საერთოდ - მგონი დაგავიწყდა რომ ამ სახლში მარტო შენ არ ცხოვრობ  და რომ  საჭიროა ჩამაყენო ხოლმე საქმის კურსში, როცა ოჯახში უცხო  ადამიანების შემოშვებას დააპირებ.
- რა უცხო  ? ჩვენი მეზობელია თქო გურამ , თანაც ეს ხომ უბრალოდ ბავშვია ? თუ ხვდები რას მეუბნები ახლა? ცოტახნით დამიტოვა მამაისმა , მოვა საცაა და წაიყვანს.
-მამამისმა ?  ანუ უბნის კაცებსაც დაუმეგობრდი უკვე ? 
ღვარძლიანად  გახედა გურამმა  თათას და გაოგნებული  სამზარეულოში მარტო დატოვა.
ერთი კვირის თავზე ზურა და გიო სოფლიდან რომ ჩამოვიდნენ კიბეებზე ასვლისას გზად თათას კარებზე მიუკაკუნა გიომ
-ჩვენ უკვე ჩამოვედით , გამოაღო თუ არა კარი თათამ მიახალა გაბრწინებულმა 
- რა კარგია გიო რომ ჩამოხვედი , როგორ მომენატრე , კარგი იყო სოფელში ?
-კიი ძალიან , მაგრამ აქაურობაც მენარებოდა ,თანაც ჩემი საწოლი უფრო მოხერხებულია, აქ უკეთ მძინავს .
-ხოდა ამაღამ შენს საყვარელ ლოგინში ტკბილად დაგეძინება .
-გიო ზეფირი ხომ გიყვარს ?
-კი მიყვარს, გაუბრწყინდა თვალები გიოს, თათამ სპეციალურად მისთვის ნაყიდი ზეფირი გამოურბენინა და გაუწოდა , იმედია ზეფირზე ალერგია არ გაქვს .
-არა არ აქვს , მაგრამ ძალიანაც ნუ გაატუტუცებთ თქვენ ამ ვაჟბატონს , დაეწია გიოს კიბეებზე  ორი დიდი ჩანთით ხელში ზურა და ფართოდ გაუღიმა თათას.
-არ გატუტუცდება ხომ ასეა გიო ? გადაუსხვა თათამ ქოჩორზე ბავშვს ხელი.
-არ გავტუტუცდები , მადლობა თათა დეიდა . და გახარებული სკუპ სკუპით აუყვა კიბეს.
მეორე დღეს თათა და გურამი , გურამის თანამშრომლის დაბადების დღეზე იყვნენ მიპატიჟებულები და თათა დილიდანვე თავისი საფირმო ტორტის სამზადისს შეუდგა.
შუადღისთვის ტორტი უკვე მზად იყო , თათამ იგი მაცივარში შედგა, რომ  საღამომდე კარგად ჩაცივებულიყო და თავად  როცა გურამის გამოსასვლელი ტანსაცმელი გააუთოვა და სკამზე აკურატულად გადაკიდა, აბაზანაში შევიდა. 
მთელი დღე კარგ განწყობაზე იყო თათა , დიდი ხანია არსად აღარ გასულან ერთად .
წასასვლელად საგულდაგულოდ ემზადებოდა და  გულში  ფიქრობდა  ცოტას გავხალისდებითო.                                                                                            
 ლამაზად და ელეგანტურად გამოეწყო საღამოს კაბაში , რომელიც ნატიფ მხრებს გრაციოზულად უკვეთავდა და მათ სილამაზეს უფრო  მეტად უსვამდა ხაზს .
მანქანაში რომ სხდებოდნენ ტელეფონმა დარეკა:
- თათა დეიდა გიო ვარ , დღეს მე და მამამ ორცხობილები დავაცხვეთ, კომპოტიც გვაქვს მაგრამ ვიცი რომ ჩაი მეტად გიყვართ ამიტომ თქვენ ჩაის დაგახვედრებთ , ხომ გვესტუმრებით საღამოს ჩაიზე ?
- ვერა ჩემო პატარავ დღეს ნამდვილად ვერ შევძლებ არ გეწყინოს კარგი ? სხვა დროს აუცილებლად გესტუმრები ოღონდ დღეს ვერა , ხომ არ გამიბრაზდები ?
- კარგი ... გიოს ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა -მაგრამ დამპირდი რომ მერე აუცილებლად მოხვალ , ხომ მოხვალ ?
- პატიოსან სიტყვას გაძლევ,  უთხრა გიოს თათამ და გურამს შეხედა , რომელიც უკვე მიმხვდარიყო თუ ვინ ურეკავდა მის ცოლს .იგი უკმაყოფილო სახით საჭესთან მოკალათდა , მაგრამ ამჯერად  კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
საღამოს გურამმა და თათამ როდესაც მასპინძლის კარზე ზარი დარეკეს შიგნიდან შემოესმათ:           - მობრძანდით ღიაა .
 შესვლისას ისინი აღმოჩნდენ დერეფნის სტილის წინკარში სადაც ჩვეულებრისამებრ ოთახში შესვლამდე ქურთუკებს კიდებენ  და ფეხსაცმელს იცვლიან ხოლმე.
წინკარში ეტყობა ნათურა გადამწვარიყო და საკმაოდ ბნელოდა . ამიტომ თათამ სიტუაციით ისარგებლა და ოთახში შესვლამდე ფეხზე ჩამოცურებული კოლგოტის გასწორება გადაწყვიტა , მაგრამ რადგანაც ტორტით ხელში ამას ვერ შეძლებდა დროებით იქვე პატარა ტუმბოზე დადო.
ამ დროს  ოთახის კარი გაიღო და გაისმა შეძახილები
- ოოო რა ხალხი მოსულა ,რა ხალხი და მასპინძელმა გურამი ოთახში შეათრია , ხოლო უკანა პლანზე მყოფი  თათა სიბნელის გამო ვერ შეამჩნია და კარები მოხურა.
თათა დარჩა წინკარში უკვე გასწორებული კოლგოტით და  უზარმაზარი ტორტით ხელში.
თავიდან თათა გახალისდა , იფიქრა ახლა მომისაკლისებენ , ძენნას დამიწყებენ , ამ დროს მეც მოულოდნელად გამოვაღებ კარს  ტორტით ხელში და რამე ფრაზას წამოვიძახებ  მაგალითად ასეთს :
,,ტორტების სახლამდე მიტანა სწრაფად და უსაფრთხოდ ,, ან რღაც ამდაგვარს  და ყველას გაეცინება.
ტორტი საკმაოდ მძიმე იყო , მაგრამ თათას მოთმინებით ეკავა იგი ხელში - არ უნდოდა სახალისო ხუმრობის გაფუჭება.
მაგრამ დრო გადიოდა , თათა კი არავის ახსენდებოდა,არავინ მოისაკლისა ,არავინ იკითხა თათა სადღააო , თუმცა სხვებს რას დაეძებდა , საკუთარმა ქმარმა გურამმა უკვე თითქმის 20 წუთის წინ შესულმა ,ერთხელაც არ მოიკითხა მეუღლე, ერთხელაც არ შეექმნა დისკომფორტი იმ პრინციპით რომ ვიღაც აკლია.
გურამს არავინ ეკლდა-გურამი თავს კარგად გრძნობდა.
რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად  ეუფლებოდა თათას ერთდროულად რამოდენიმე გრძნობა :  ტკივილი ,წყენა უაზრობის შეგრძნებაც და ისიც რომ ზედმეტია, არასაჭირო , ალბათ უკვე არასასურველიც საკუთარი მეუღლისთვის.
ვინ იცის სადამდე გასტანდა ეს სულელური სიტუაცია , მორიგ სტუმრებს  ზარი რომ არ დაერეკათ კარზე .
- კი მაგრამ სად იყავი ? გაოცდა გურამი როდესაც დაინახა დაგვიანებით შემოსული თათა ტორტით ხელში.
- კარს მიღმა ვიდექი
- კარს მიღმა ? და აქამდე მანდ რას აკეთებდი ? რატომ არ შემოხვედი ვერ გამიგია.
- ახლა რაღა აზრი აქვს ?  ჩაილაპარაკა თათამ და გაუწოდა  მასპინძელს ტორტი .
საფირმო სიროფითაა გაჟღენთილი, ფრთილად დაჭერით  დანამული დანით , მერე შებრუნდა და კარში გავიდა ნელი , მარგამ თავდაჯერებული ნაბიჯით.
კიბეებზე ჩასვლისას  ტელეფონი მოიმარჯვა , დარეკა :
- ზურა საღამომშვიდობის გიოს დამალაპარაკებ ?
- ახლავე , გაისმა ყურმილის მეორე მხრიდან ზურას  ცოტა არ იყოს გაკვირვებული ხმა.
- გიო შენი მოპატიჟება ძალაშია ? კითხა თათამ გიოს როდესაც  მან  მამას  ყურმილი გამოართვა.
- რათმქუნდა  თათა დეიდა
- მაშინ დაადგი ჩაიდანი , 20 წუთში  მანდ ვარ,  გაუღიმა ცას თათამ და მტკიცე ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.....


მ.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი