უილიამ შექსპრი 1564-1616 სონეტი # 2
როს ორმოცი ზამთარი შემოერტყმის შენსა შუბლს და გაკვალავს ღრმა თხრილებს შენს მშვენიერ მინდორში, შენი სიყრმის ლივრეაც დღეს რომ ასე აფრქვევს შუქს დაძონძილ სარეველად კვალს დატოვებს სინორჩის. სად გააქრე საუნჯე იმ მგზნებარე წამების? როს გკითხავენ რა უყავ ეგ დიადი მშვენება ? იტყვი რომ დასამარდა ფოსოებში თვალების და პასუხი დაცინვად შენვე მოგეჩვენება. ხომ არ სჯობდა რომ გეთქვა - აი ჩემს პირმშოს მივეცი რათა ჩემი სიტურფე ახლა მასში სახლობდეს. ბედთან მე ჩავაბარე ანგარიში მცირეც კი , როცა ჩემი მემკვიდრე ჩემს ხატს დავაახლოვე. მაშინ გაქცევს ჭაბუკად ეგ მომავლის სხივები და გაათბობს შენს ცივ სისხლს არგაქრობის იმედი... Sonnet 2: When forty winters shall besiege thy brow When forty winters shall besiege thy brow And dig deep trenches in thy beauty’s field, Thy youth’s proud livery, so gazed on now, Will be a tattered weed, of small worth held. Then being asked where all thy beauty lies— Where all the treasure of thy lusty days— To say within thine own deep-sunken eyes Were an all-eating shame and thriftless praise. How much more praise deserved thy beauty’s use If thou couldst answer "This fair child of mine Shall sum my count and make my old excuse", Proving his beauty by succession thine. This were to be new made when thou art old, And see thy blood warm when thou feel’st it cold. ლივრეა - შვეიცრების, ლაქიების, მეეტლეების ფორმის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ მოსირმული. თარგმანი : მარი ბაიდოშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი