რუხთვალება მეფე
ანნა ახმატოვა 1889-1966 რუხთვალება მეფე დიდება შენდა ღრმა ტკივილო დაუსაბამო, წუხელ მომკვდარა რუხთვალება მეფე ბატონი, იმ შემოდგომის მცხუნვარე და მხუთავ საღამოს, დაბრუნებულმა ქმარმა მითხრა წყნარად - ამბორით: -ნადირობიდან მოიტანეს თურმე საბრალო მისი სხეული ბებერ მუხის ძირას ნაპოვნი, ჩვენს ნორჩ დედოფალს ჩამოექცა თავზე სამყარო, გათეთრებულა ერთ ღამეში ქალი სანდომი. ჩიბუხი თვისი ბუხრის თავზე იდო- იპოვნა, საღამოს ცვლაში წავიდა და თან წაიყოლა. მე ჩემს გოგონას გავაღვიძებ სასწრაფოდ ახლა, მის რუხ თვალებში ჩავიხედავ ტირილის ნაცვლად, სარკმლის მიღმა კი შრიალებენ ვერხვები სველი, აღარ მყავს მეფე - რუხთვალება ბატონი ჩემი... Сероглазый король Слава тебе, безысходная боль! Умер вчера сероглазый король. Вечер осенний был душен и ал, Муж мой, вернувшись, спокойно сказал: «Знаешь, с охоты его принесли, Тело у старого дуба нашли. Жаль королеву. Такой молодой!.. За ночь одну она стала седой». Трубку свою на камине нашел И на работу ночную ушел. Дочку мою я сейчас разбужу, В серые глазки ее погляжу. А за окном шелестят тополя: «Нет на земле твоего короля…» თარგმანი : მარი ბაიდოშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი