კაცების ვამპირები“


(ჩემი დღიურის ჩანაწერები)

-უი ქალო რა უნდა მოგიყვე: ჩემ მაღაზიაში რომ მაღალი. ლამაზი , მოვლილი ქალი შემოდის , ხო იცი?
-რას ამბობ ქალო, რა აქვს იმას ლამაზი, იმხელა ცხვირი აქ, საკოცნელად ვერ მიუდგები.
-რაიოო? რასაა რომ მეუბნები შე ქალო, შენც იმნაირი ხომ არ ხარ , რაცხა, გაკრასკული კაცები რო დეიარებიან გულისამრევად?
-იიმეეეე, ჩაქრი შენ.(შერცხვა),,, მერე, მერე, რას ამბობდი იმ ქალზე? (სძლია ცნობისმოყვარეობამ მოსაუბრეს).
-ჰოდა, ამას წინეებზე დევიმარტოხელე, მე შენ გეტყვი , კლიენტებს ვერ ოუდივარ, უსაქმურად ვგდივარ მთელი დღე, - გოგო მყავს კრასავიცაო, საზღვარგარეთ ცხოვრობსო, დოხტურიაო, ისაა ჩემი მარჩენალიო.-მეტრაბახებოდა. ერთი კი გამიკვირდა , თუ დოხტურია ეს ჩემი რვეული შენს ნისიებს რატომ ვერ ოუდისთქვა მარა, შევიკავე თავი, არ მივახალე პირში,,, ახლა ვბრაზობ ჩემ თავზე .
- შენ რა გითხარი, დოხტურებითაა და დოცენტებით საქართველო სამსე მარა ქე უხმებათ კუჭები ზეზეულა, მაგი გიკვირს ახლა შენ?
-ქალო მაგი კი არ მიკვირს, დღეს შემოვიდა მისი მეზობელი და რა მითხრა თუ იცი იმ ქალზე?- მაგას რომ საზღვარგარეთ გონია მისი შვილი , ბათუმშია, ვინცხა ფულიანი კაცი ყამს გამოჭერილი, დღეს ერთს გამეიჭერს, ხვალ მეორეს, დაცანცლის ფულს , გაფცქვნის და წავა სხვასთთან,,, ასე გადადის კაციდან კაცზე, მკლავიდან მკლავზე, მაგისთანა ,, კაცების ვამპირი“ მეორე არ ყავს საქართველოსო. თურმე ყველა ფულიანი კაცი მისიაო,,, აგერ ჩემ ბრიყვ რძალს ვინცხა თავისზე უარესი უფულო გამოუჭრია და ბაღნებს ჩემი დოყლაპია შვილი უცვლის პამპერსებს),,, ესაა სამართალი?
(კიდევ კარგი ფულიანი ქმარი არ მყავს, გავივლე გულში იმედიანად, , რის საყიდლადაც შევედი ისიც დამავიწყდა და ასე დაბნეულმა დავტოვე მაღაზია იმაზე ფიქრით ,, ვაი თუ ,, ,,კაცის ვამპირი“ სადმე ჩემს ქმარსაც გადაეყაროს,,,, და სასწრაფოდ მეუღლის ნომერი ავკრიბე),,,,

ოჯახის ერთობა და მშვიდობა არ მოგიშალოთ უფალმა!
ოჯახის გარდა ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი მოჩვენები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი