მამაო, რა არის ბედნიერება?
- მამაო, რა არის ბედნიერება? - ბედნიერება ოჯახია შვილო. უფალთან სიხლოვეა ბედნიერება! -გასაგებია, ოჯახი ბედნიერებაა, თავად უფალია სიცოცხლეც, სიკეთეც და ბედნიერების საწყისიც, ვიცი მამაო, ვიცი...მაგრამ სული? სული თითქოს ცარიელი რად მაქვს მამაო? რა მაკლია? რას ვეძებ გამუდმებით? , ,ნუთუ ყველა ადამიანი ჩემებრ გამუდმებით რაღაცის ძიებაშია?რატომ ხდება, რომ ირგვლივ უამრავი ხალხია, ვისაც ვუყვარვარ, მე კი ვერ ვამჩნევ მათ, შეგიძლიათ მასწავლოთ,როგორ ვიყო ბედნიერი? 😇😇 - შვილო ჩემო, წამომყევი! მოძღვარმა ქალი წმინდა ბარბარეს ხატის წინ დააყენა. - რამდენიმე წუთი იდექი აქ და თვალი არ მოაშორო მას.,,,. - სულ მალე ქალმა იგრძნო როგორ ადიდდა მის გულში ცრემლი , კალაპოტი როგორ გადმოხეთქა და ნიაღვარივით წამოვიდა თვალებიდან. ასე დაუკითხავად იწყო ცრემლმა დენა,,, . ტიროდა ქალი... წმინდა სინანულის ცრემლები ნაკადულებად სდიოდა ლოყებზე,,,. კანკალმა აიტანა, ცოტაც და დაეცემოდა... მოძღვარი საოცრად კეთილი, მშვიდი თვალებით უცქერდა ქალის ამ მდგომარეობას.. შემდეგ მხრებზე ხელი მოჰხვია და ტაძრიდან გაიყვანა.. მონანიე გულმა ჯერ არგანცდილი სიმუბუქე იგრძნო: - აი,შვილო , ესაა ბედნიერება! და კიდევ, იცი რა არის ბედნიერება ? - განაგრძო მოძღვარმა: როცა ადამიანს შენზე ფიქრის, შენთან საუბრის , შენი ცქერის დროს სახეზე კეთილი ღიმილი ეფინება, ესაა ბედნიერება, რადგან ეს სიყვარულის ღიმილია.იფიქრე იმ ადამიანებზე, ვისზე ფიქრის დროსაც ღიმილი გეფინება სულსა და თვალებში, თუ ცოტანი არიან , ეცადე გაამრავლო ისინი შენს ირგვლივ. აგროვე სიყვარული გულში, ადამიანების თვალებში და არასოდეს დაცარიელდება სული შენი! ( ჩემი დღიურის ჩანაწერები)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი