ჟრუანტელის ფერი


ჯიმ, გიყვარვარ?
დუმილი.
-ეჰ, ნეტავ , სულ ცოტათი მაინც გყვარებოდი,,,
-რას შეცვლიდა ამის გაგება?
-ბევრ რამეს.
-მაინც?
-ბედნიერების ფერებს, სიყვარულის ფერებს ავისხავდი, ფიქრებს გაგისხლავდი, ტრფობის შარბათს მხოლოდ შენ ერთს დაგისხავდი. 
-რა ფერია შენი სიყვარული მარიამ?
- ჟრუანტელის ფერია ჯიმ.
-ჟრუანტელს ხომ ფერი არ გააჩნია მარიამ?
- როგორ არა.. შენს გულზე რომ გულს შევახებ ,,,
/მარი იმერი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი