მწარე რეალობის კვალდაკვალ


მადონა, ქალო, ჩემ მაღაზიაში რომ მაღალი, ლამაზი , მოვლილი ქალი დეეთრევა , თუ იცი?
-რას ამბობ ქალო, რა აქვს იმას ლამაზი, იმხელა ცხვირი აქ, საკოცნელად ვერ მიუდგები.😱
- რავა საკოცნელი ხალხი დეილია , მაგ,, ათას კაცზე გადამხტარს ‘’ რომ არ ეამბორო?-
-უიმეეეე, ჩაქრი შენ! მერე, მერე, რას ამბობდი იმ ქალზე? სძლია ცნობისმოყვარეობამ მადონას.😵

-რას და, ამას წინეებზე დამიმარტოხელა - მე შენ გეტყვი , კლიენტებს ვერ ოუდივარ, უსაქმურად ვგდივარ მთელი დღე და რას მეუბნება თუ იცი? -იმფერი კრასავიცა გოგო მყავსო, საზღვარგარეთ ცხოვრობსო, დოხტური ხომ არი და არი, ახლა ,, პრავებსაც“ სწავლობს. კაი მოდური მაშინაც ყავსო. სულ მისი ნიჭით , მისი შრომით შეიძინა, მოუკვდეს დედა. ისაა ჩემი მარჩენალიო .
-მერე, რამინდაო?- დაინტერესდა მოსაუბრე.😵
- რა და ჩემი ბიჭისთვის დოუდგამს თვალი ! მძახლობა მომინდომა უბედურმა. ერთი კი გევიფიქრე , თუ ამნაირი მდიდარი შვილი გყამს ეს ჩემი რვეული შენ ნისიებს რატომ ვერ ოუდისთქვა მარა, შევიკავე თავი, მთლა მონდურებაც არ მარგებს, მოვალეა მაინც, თან დამოყვრებას მიპირებს თურმე- ჩაიცინა ირონიულად გამყიდველმა.

- შენ რა გითხარი, დოხტურებითაა და დოცენტებითაა საქართველო სამსე მარა , კი უხმებათ კუჭები ზეზეულა, ემიგრანტებით უდგას სული ჩვენს საცოდავ ხალხს და ქვეყანას., აღარავის უდგება გული აქ, ზოგი იმნაირი წავიდა, მეზობლის ქონება რომ ვერ აიტანა და დაუბნელა ისედაც დაბნელებული თვალი, ზოგი მართლა გაჭირვებულამ გადახვეწა, წყალობა არ მოაკლოთ უცხო ქვეყანაში ამფერებს, ცუდი დღე გვიდგას ნაილი ცუდი! 😢😢😢😢😢😢
-ასეა, ზოგს სიხარბე მიარბენინებს, ზოგს გაჭირვება, ზოგს უვარგისი ქმრისგან თავის დაღწევის სურვილი,ზოგს რა და ზოგს რა- განავრცო თემა გამყიდველმა.
- სწორედაც! - აგერ, გუშინ მეზობელმა ანგელოზივით ცოლი გაუშვა იტალიაში, გვიჭირს და რა ვქნათო? ბავშებს ხომ ვერ მოვაშიებთო? უფროსს ბიჭს სწავლა უნდა, პროფესია ხომ უნდა ქონდეს, ნასწავლი ხომ უნდა გახდეს და ფული გვჭირდებაო! ორი შვილი სულ პაწაწინა დატოვა სკოლის ასაკის... მამკალი და არ მესმის, ვერ ვიგებ, ,,დედა - შვილობაზე „უკეთესი რა უნდა ისწავლოს, რა პროფესია უნდა აირჩიოს, რა ფული უნდა იშოვოს ასეთი, რომ დედა -შვილობაში დაკლებული სითბო გადაწონ-აინაზრაუროს! არ მესმის არა!😢😢
ესეც არ იყოს, ამ ანგელოზივით ქალს რო უშვებ სხვა ქვეყანაში უპატრონოდ, კაცი გქვია ახლა შენ? დედა, შვილს რომ აბგას ჩაუმზადებდა სამშობლოს დასაცავად უშვებდა და არ იცოდა ცოცხალი დაუბრუნდებოდა თუ მკვდარი შინ, მაინც ლოცავდა და უშვებდა..ახლა მისით ტოვებენ სამშობლოს, სხვის დედებს უვლიან და საკუთარს ,,სკაიპით“ ტირიან. .ნუთუ რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი რომ ისიც ფულის გროვებასა და შვილის მონატრებაში გაატაროს- არ მესმის! სიტყვა ,,სამშობლოს“ მნიშვნელობა დაივიწყა ხალხმა:💜
😱,, სისხლით და ოფლით მოტანილ მიწას, ღირსება ავყარეთ,
სხვა ქვეყნის ერთი გროშისთვის ფარხმალი როგორ დავყარეთ?💜😱-
სულმოუთქმელად , ისე აღელვებულმა დაასრულა მადონამ , ეტყობოდა მართლაც ძალიან ,სტკიოდა ,,სამშობლო“.
-ხო, ხო, ხო, ხო, გამოდგა პატრიოტი! ვის აინტერესებს ქალო შენი იდეები და სამშობლოს ისტორიები , ვის ჭირდება შენი კულტურა და წესრიგი, რომ შეეწირე სკოლას, უშვილძიროდ გადაეგე და შეაკალი თავი ზედ, რაში გამოგადგა? ნეტაი ქე მამცა წასასვლელი ფული და უკან დამბრუნებლის.....
- ეჰ, შენნაირად რომ აზროვნებს უმრავლესობა, იმიტომაც გვეტირა ყოფა, 😢ჩემო ნაილი. ნეტავ ყველა წავიდეს, ვისაც არ სტკივა საკუთარი ქვეყანა! დავრჩებით , ისეთები ვისაც შიგნიდან გვწვავს, გვღრღნის ! დავიწყებთ თავიდან, ერთად ვიზრუნებთ სამშობლოს გადარჩენაზე . მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ის ფიზიკურად დასუსტდა მაგრამ, გონებრივად არა! მას შემდეგ რაც ერთი ანგელოზი გაამპარტავნდა და მოინდომა სამყაროს შეცვლა, გამუდმებით არის ბრძოლა, ჭიდილი ბოროტსა და კეთილს შორის. მაგრამ , აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს.💜💓
შენ კი ,,აგწყობია“ საქმე , მოიყვანე ის საზღვარგარეთელი რძალი, ჩაკიდეთ ხელი ერთმანეთს და იარეთ საზღვარგარეთებში.
-რომელ რძალზე მეუბნები ქალო, 😱მაგ კახპას რომ საზღვარგარეთ გონია მისი შვილი , ბათუმშია,ეგერ, ვინცხა ფულიანი კაცი ყამს გამოჭერილი, დღეს ერთს გამეიჭერს, ხვალ მეორეს, დაცანცლის ფულს , გაფცქვნის და წავა თურმე სხვასთთან, ასე გადადის კაციდან კაცზე, მკლავიდან მკლავზე, მაგისთანა ,, კაცების ვამპირი“ მეორე არ ყავს საქართველოს, თურმე ყველა ფულიანი კაცი მისიაო,,,აბა ჩემ რძალს აქვს ტვინი თავში? ვინცხა თავისზე უარესი უნიფხვო გამოუჭერია და ბაღნებს ჩემი დოყლაპია შვილი უვლის და უცვლის პამპერსებს....😱
😱😱😱😱😱😱😱😱😱😱😱
(კიდევ კარგი ფულიანი ქმარი არ მყავს- გავივლე გულში იმედიანად, რის საყიდლადაც შევედი ისიც დამავიწყდა და ასე თავ-გზაარეულმა დავტოვე მაღაზია იმაზე ფიქრით ,, ვაი თუ ,, ,,კაცების ვამპირი“ სადმე ჩემს ქმარსაც გადაეყაროს,,,, და სასწრაფოდ მეუღლის ნომერი ავკრიბე.)😆😆😆😆😂
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი