ნაღველშეზავებული ,,,,


არსად ისეთი სუფთა, გულწრფელი, უანგარო სიყვარული არ იციან, როგორც ჩემთან -იმერეთში, არსად ისე თბილად არ ჩაგიხუტებენ, გაითავისებენ შენს ტკივილს როგორც აქ, არსად ისე არ უჭირთ ყოფა, როგორც ჩემ მხარეში, , თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად შემოდგომით აღებული მოსავალი ,, შემოდგომის აზნაურებივით"შემოდგომითვე  უთავდებათ, მიუხედავად ამისა სტუმრის მიღების ხალისსა და შარმს არასოდეს კარგავენ.
აქ ისეთი სილაღე , სითბო, სუფთა და გაუხრწნელია გრძნობები ქალაქისკენ მომავალს ლამის ,, საუკუნო საგზლად" მყოფნის .
ასე იყო წელსაც.  ბებიას ვეწვიე  საახალწლოდ , ოჯახით.
საოცრად თბილი და ტკბილი ქალია ბებია:,, ღმერთო მიჯანმრთელე და მიმრავლე ჩემი მონაგარი"-დღის განმავლობაში უამრავჯერ ჩამესმის ბებიას გულმხურვალე ლოცვა.მართალია მუხლებსი ძალა არარ ერჩის მაგრამ გულს  იმით იმრტელებსჩემი შვილიშვილები რომ ჩამოვლენ მამა-პაპურ კერას ჩამქრალს ხომ არ დავახვედრებო? და ჩვენს ლოდინში ყოველდღე გასცქერის სოფლის ერთადერთ ავტობუსს და გულს არ იტეხს , დღეს თუ არა ხვალ მაინ მომიკითხავენო,,,. 
ეს კოპწია ქალი 55 წლის წინ რაჭიდან ცხენით მოუტაცია ბაბუას , საწალიკის მთით, სათემოზე გადმოსულან და ნისლის ციხეში დაუმალავს.ერთი თვის განმავლობაში სოფლიდან უზიდავდნენ თურმე საკვებს მეგობარ -ნათესავები, ბოლოს შერიგებიან მშობლები და დაუწყიათ ტკბილი ცხოვრება ამ საძირკველზე.
,,სიყვარულით შექმნილ ოჯახში განსაკუთრებული მადლი ტრიალებსო ამბობს ხოლმე სიამაყით"'.
ეხლაც ამ ამბავს უამბობდა ქალაქიდან ჩამოსულ შვილთაშვილებს სიამაყით , და თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა..
გარეთ ძაღლი აყეფდა.მეზობელი გვეწვია.შემოპატიჟება არ დასჭირვებია შემოვიდა პირდაპირ:
-ახალი წელი მოდის ქეთუნიკა , ქალო, ერთი დამისხით, დაგლოცავთ და წავალო!
გავშალეთ სახელდახელოდ პატარა სუფრა ძველებურ ბუხართან.
-რას შვრები დათუნიკა, როგორ გყავს ცოლ-შვილი? ჰკითხა ბებიამ .
 - რაღა , რავა ვართ შე ქალო, .ცოლი ფეხმძიმედაა.მესამეს ველოდებით.მაგრამ მესამე კი არა , დანარჩენ ორს რა ვაჭამო იმას ვწუხვარ ახლა. :-(
-უიმე, მაგი არ თქვა ბოშო, სოფელი დიდია, არ მოგაშიებს,,ეგეც არ იყოს ღმერთი კეთილია, თუ ჩასახა , თავის საყოფ ლუკმას და ჩასაცმელსაც გამოუგზავნის , ჯავრი ნუ გაქვს. დაამშვიდა ბებიამ თან პირჯვარი გადაიწერა. 
დევიღალე ამ ღმერთის ლოდინითაც, მევიდა აგერ ახალი წელი მე კი პურზე მისაწები არაფერი მაქ შინ.:-(
-პური ხომ გაქვს დათუნიკა- ეგეც მადლია.ნუ იტყვი ღვთის სამდურავს კაცო.
ეხ, ამოიოხრა დათუნიკამ და დაიწყო: ორი კვირაა ბოვში მეხვეწება 2 რვეული დამაბარეს სკოლაში და მიყიდეო.მე-7 კლასშია ბოვში, რა ვქნა კაცო, ჩემსავით უსწავლელს ხომ ვერ დავტოვებ, ხელს ხომ ვერ შოუშლი სწავლაში! აქანა მაინც იყიდებოდეს ეს ოხერი რვეულები: წაყვები დილით 7 საათიან ავტობუსს და საღამოს 7 -მდე უნდა ელოდო უკან წამოსასვლელს.
ჰოდა რაღას ვიზამდი, წევედი გუშინ დავტვირთე შეშით ურემი, წევიღე ქვედა სოფელში, გავყიდე 25 ლარად, 2 ლარიც ჯიბეში აღმომაჩნდა, გამიხარდა, მევედი , გავახარე ცოლ-შვილი. ცოლმა სასწრაფოდ მოამზადა პასტა ფურცელი ჩამოწერა საყიდლების სია:
გზა- 4 ლარი( აქედან , იქიდან)
რვეული -3 ლარი ( მაქსიმუმ, რავიცი კაცო, ჩემ დროს 50 თეთრს ვაძლევდით რვეულში და მეტი არ ეღირებათქო) .
გრჩება -20 ლარი.
ხახვი,
ნიორი,
მარილი
შაქარი,
მაკარონი.
ბრინჯი,
-დანარჩენით ბოვშებს კანფეტი წამოუღეო.
დავკეცე ფურცელი, ჩევიდე ჯიბეში , პასტაც მივაყოლე, რასაც ვიყიდი გადავშლი თან ,,რომ არ ამერიოსო.
ჩევედი ქალაქში.მივაწოდე მძღოლს 2 ლარიანი და ,, მთელი 25 ლარით"
ჩამევედი ავტობუსიდან და ვფიქრობ: ჯერ რვეულები ვიყიდო თუ დანარჩენი რაც მიწერია?
გადავწყვიტე ჯერ რვეულები მეყიდა, ხახვით და ნივრით წიგნის მაღაზიაში ხომ ვერ შევალთქო! თან დამარიგეს , ეს რვეულები მარტო ერთგან იყიდება, ქალაქის კუთხეში, წიგნის მაღაზიაშიო.
მივაგენი როგორც იქნა მაღაზიას და შევედი.
გამყიდველს ვეუბნები, ორი რვეული დამაბარა ბოვშმა გეოგრაფიის და ისტორიის, და მომეცით-თქო.
გამყიდველმა მწუხარე სახით მითხრა: რვეულები არ გვაქვს, უნდა გამოიწეროთ, თანხა დაგვიტოვეთ და თუ კიდევ მსურველი გაჩნდა ერთ კვირაში ჩამოვაო.სხვა გზა არ მაქვს ფაქტობრივად, ამოვიღე 5 ლარიანი მივაწოდე და ველოდები ხურდას, იქით გამყიდველი მელოდება, ვეკითხები რაშია საქმე? დასამატებელი გაქვთ კიდევ 20 ლარი. ორი სამუშაო რვეული ღირს 25 ლარი.
გონებაში სწრაფად გადავთვალე ჩემი თანხა.
ვგრძნობ თავბრუ როგორ მეხვევა, ოფლი მასხამს, მუხლებში ძალა მეცლება,,,,
გონს რომ მოვედი კაპლის სუნით ვიყავი გაჟღენთილი. ხელის კანკალით ამოვიღე დანარჩენი 20 ლარიც, დავუტოვე გამყიდველს და არეული თვალებით და ნაბიჯებით გამოვედი მაღაზიიდან .
ამოვიღე ჯიბიდან ცოლის გამოტანებული ,, საყიდლების სია", დავხიე და იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩავყარე.
საღამომდე მშიერ-მწყურალი ველოდე ავტობუსს და იმაზე ვფიქრობდი ბოვშვებისთვის დაპირებული კანფეტი საიდან მევიტანო, როგორ მივიდე სახლში და შევხედო ბოვშებს თვალებში!
ჰოდა, აგერ შენი შვილიშვილის მანქანა რომ დევინახე ქე გამეხარდა და აქეთ შემოვუხვიე, სახლში მაინც არ მიმესვლება თქვა და,,,,,, :-(
გული დაგვეწვა, ცრემლი მოერია ბებიას თვალზე, მერე გახსა თავისი ტკბილეულის სკივრი , გადააწყო ჩვენი მიტანილი ტკბილეული, ცალკე პარკში ხახვი და საოჯახო წვრილმანი ჩაულაგა და ასე ტკბილად გაისტუმრა დათუნიკა შინ ,,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი