ეს ცხოვრება თავის თავს ჰგავს მხოლოდ ..


ეს ცხოვრება თავის თავს ჰგავს მხოლოდ,
პოეტი კი უფრო ლამაზს ხატავს,
რომ ცხოვრება აღარ აღწერს მხოლოდ,
მოყვარე და მტერსა შორის კამათს...
ეგ იყო მხოლოდ ქვებს არ ვისროდით,
ხოლო სიტყვებს ვყრით უმისამართოდ,
ამიერიდან აღარ მაქვს შიში
ჩრდილში არ ვდგავარ,კალაპოტს ვიცვლი...
ენას არ ძალუძს გადმოსცეს ზუსტად,
შეიძლებოდეს გამობრწყინება...
მზე როცა ღრუბლებს წითლად შეღებავს...
ნისლიც მოყვება ბუნდოვან ქარსაც,
აურდაურევს ყველაფერს ირგვლივ,
სიხარულს დაჰკრავს დუმილის დანას.
იწელებიან დღეები წლებად,
და ღამეს ვათენ სიტყვებთან ომში,
მაგრამ რაც მესმის მოხდეს ოღონდაც,
და იზეიმონ თუნდაც უჩემოდ...
რაც მესმის,იგი მართლაც რომ მოხდეს,
ჩემს ბედისწერას ჩავუთვლი მადლად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი