ახლა მივხვდი


ისევ ვხედავ,ზღვა ღელავს...
იქვე თენდება დღეს ღამეც,
და მე დაგხატავ კვლავ ცაზე 
დამწყვდეულს ჩემივე თავზე...

ასე მეგონა...ერიც და ბერიც 
თითქოს ჩვენგამო მღეროდნენ იმ დროს,
მე გავჩუმდები...დუმილით დავყრი,
გრძნობებს შევხვდები თვით შუა ზღვაში...

მდუმრად საუბრობს აქ თითქოს ქარიც,
გრძნობებს აღვიძებს და თითქოს გარბის,
გარბის დღეები...თითებზე დავთვლი,
ფერებს ამირევს და...შენც გაქრი...

გრძნობები იწვის...იწვის უცეცხლოდ...
დამწვარა უკვე გაქრა უფერფლოდ,
ქარიც კი არხევს,ფიქრებს მიმოყრის
და მე დამლოცავს ვიღაც მირონით...

დრო გავა...ზამთარიც წავა...
უკბილო ცხოვრებას ვუწოდებ თამაშს.
იგი ყოველგვარ გრძნობებს აგვირევს
და მოგვივლინებს თავის აჩრდილებს.

მტირალ ტირიფებს მე ვერ ვუმღერი,
და ვერ გავწირავ..! ხმას მღელვარს...
ვიღაც ჩემს სახლთან ჩამოვა ღამით
ის კი თავის გრძნობებზე ღელავს...

გრძნობა მერევა...უკვალოდ გარბის...
და ვერ შევაღწევ მე მასში ამით.
თუმცა მე მასზე დავწერ სტრიქონებს,
ოდეს გჯეროდეთ...ის მომიგონებს..!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი