გარდა-ცვალება
მე პოეტი არ ვარ,ვიბრალებ... მე გრძნობები არ მაქვს,ვიკავებ... მე უბრალოდ წავალ,იწამეთ... მიწას დამაყრით,ვფიცავ მე... ღამე...სიჩუმე...მდუმარება ჩამოწვა ირგვლივ, დღემდე რომ ვცოცხლობ ძალიან მიკვირს, ფიქრები უგულოდ,უაზროდ მიკრთის ჰორიზონტს გასცდა...ფიქრები კივის... უკვე დავკარგე გრძნობა პირველი, თავს არ შეგაწყენ მცირედით გპირდები, მე არ მეძებოთ წარსულის ფიქრებში, დაგტოვებთ ქვეყნად,ზეცაში ვიქნები. ვიღაც მოვა ჩემს თავთან ალბათ, სანთელს დამინთებს უკუღმად დაწვავს, ფიქრებში მწუხრად დამიდებს ბინას, მე კი უკვე მუდმივად მძინავს... დრო გავა...დავრჩები მარტო... სიჩუმე თანმსდევს უღვინოდ მათრობს, მე არ მეძებოთ წარსულის ფიქრში, მე მსურს გაფრენა უკვალოდ იცით!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი