სხვა სინათლე


როცა საკუთარ თავთან დარჩები მარტო,
არ იცი ვისთვის ვინ-ვინ არის კარგო,
როცა გადაწყვეტ ქვეყნიდან წასვლას,
ქვეყნისგან,რომელიც უაზროდ გმართავს.
დატოვებ...ბინას დაიდებ ცაში,
ცაში აღმაფრენს უკვალოდ გარბის,
გარბის წუთები,დღეები,წამი...
წუთში სამოცჯერ გიხსენებ თავში.
შენით იწყება დღე...და შენითვე მთავრდება
იგი...იცი?!ფიქრებში დაგამწყვდევ ჩემში,
ვიცი გამიგებ და გულით მეტყვი.:
დარჩი...ნუ წახვალ...იმედებს ვებრძვი...
დილით ამოვა მზე,კვლავ იწვის დღე,
იწვის და ფერფლიც არსად ჩანს,ქრება...
ქრება თან მასთან ჩნდება იმედი,
ჩემში შენ გხედავ მომავლის ფიქრებით...
ვიცი!!!მე ერთი უბრალო მსგავსი სხვის,
ბიჭი ვარ რომელიც შენითვე ჩემში კრთის.
ბიჭი,რომელიც შენ გეტყვის თუნდაც ერთს
და არ გადარებს სხვას...უგულო ერს...
ახლა კი დასასრულს ბოლოს ამ სიტყვის,
ვიტყვი.:
როგორ მიყვარხარ იცი?!
ფიქრით...შენთან ვარ...შენითვე ვივლი,
ამ გულში კი მხოლოდ შენ ერთს
                                                       გივლი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი